ნაზი და ფხვიერი ცომი, ტკბილი გოგრა, სურნელოვანი ისპანახი და პარმეზანისა და ნაღების მოსასხმელი – ამ ყველაფრის შეხამება არაჩვეულებრივ ღვეზელს ქმნის. მოდით, მოვამზადოთ ეს უგემრიელესი და არომატული ხემსი, რომელიც ყველაზე მოსაწყენ ვახშამსაც კი დღესასწაულად აქცევს.
მოამზადეთ საცხობი ფორმა, ბუთქუნა გოგრა და შევუდგეთ საქმეს.
ინგრედიენტები
- 1 კგ გოგრა
- 700 გრ ისპანახი
- 200 გრ ფქვილი
- 170 გრ კარაქი
- 70 გრ პარმეზანი
- 100 მლ ნაღები
- 3 კვერცხი
- როზმარინი გემოვნებით
- 2 კბ ნიორი
- ბეგქონდარა გემოვნებით
- 70 მლ წყალი
- 40 მლ ზეითუნის ზეთი
- მარილი, შავი პილპილი გემოვნებით
მომზადება
- ჩაყარეთ თასში გაცრილი ფქვილი, დაუმატეთ დაჭრილი რბილი კარაქი, მარილი, წყალი და მოზილეთ ცომი. დაუმატეთ ბეგქონდარა, კვლავ მოზილეთ, შეახვიეთ საკვების ცელოფანში და შედგით მაცივარში 40 წუთით.
- შეწვით ზეითუნის ზეთში 1 კბილი ნიორი, დაჭერით კუბებად გოგრა, დაყარეთ ტაფაზე, დაუმატეთ როზმარინი და მოთუშეთ 20 წუთის განმავლობაში. როცა გოგრა მოიბრაწება, მოაცილეთ ნიორი.
- დაჭერით ისპანახი, გაიმეორეთ ნივრის პროცედურა, მოთუშეთ ცალკე ტაფაზე, დაამატეთ დაჭრილი მწვანილი. მოამზადეთ 5 წუთის განმავლობაში და მოაცილეთ ნიორი. ბოლოს დაუმატეთ მარილი.
- ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ მარილი, პილპილი, ნაღები და გახეხილი ყველი.
- მოაყარეთ სამუშაო ზედაპირს ფქვილი. გააბრტყელეთ ცომი. საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი, მოაყარეთ ფქვილი და მოათავსეთ გაბრტყელებული ცომი.
- ფენა-ფენა მოათავსეთ ჯერ ისპანახი, შემდეგ გოგრა, შემდეგ კი კვერცხისა და ნაღების მასა მოასხით.
- შედგით 170 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 60 წუთით. მირთმევამდე ოდნავ გააცივეთ ღვეზელი.
შეგიძლიათ მზა ცომი შეინახოთ საყინულეში 2-3 კვირის განმავლობაში. პარმეზანს კი იტალიური ყველი პეკორინოთი ჩაანაცვლებთ. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!