მსუბუქი კრემ-ბრულეს საუკეთესო რეცეპტი

1664

კლასიკური კრემ-ბრულე (ინგლისურად ხშირად მოიხსენიებენ, როგორც “დამწვარ ნაღებს”) ტრადიციულად კეთდება გაუზავებელი ნაღებით. ამ რეცეპტში ჩვენ გამოვიყენეთ გაზავებული, მსუბუქი ნაღები, რათა დესერტი მძიმე არ ყოფილიყო.

ინგრედიენტები: 

  • 1 ვანილის ჩხირი
  • 300 მლ მსუბუქი ნაღები
  • 60 მლ რძე
  • 3 დიდი კვერცხის გული
  • 50 გ შაქარი
  • 100 გ ღია ყავისფერი შაქარი

ულუფა: 4

მომზადება: 20 წუთი + 6 საათი გასაცივებლად

ცხობა: 35-45 წუთი

დონე: 2

მომზადების წესი:

  1. ელექტროღუმელი გაახურეთ 150 გრადუსზე, აირღუმელი დააყენეთ ნიშნულზე – 2.
  2. 180 მლ მოცულობის ოთხ საცხობ ყალიბს წაუსვით ცხიმი.
  3. ვანილის ჩხირი გაჭერით სიგრძეზე და თესლი დანით გამოიღეთ. ქვაბში შეურიეთ ნაღები და რძე, დაუმატეთ ვანილის ჩხირის გული. დადგით საშუალო ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე.
  4. გადმოდგით ცეცხლიდან, აცალეთ ერთი საათი, რათა ინგრედიენტები ერთმანეთს კარგად შეერიოს და გემო უკეთ გაუჯდეს.
  5. საშუალო ზომის თასში მიქსერით, მაღალი სიჩქარით, გათეთრებამდე ათქვიფეთ კვერცხის გულები და რაფინირებული შაქარი. ნელ-ნელა შუერიეთ რძე.
  6. მიღებული მასა გაწურეთ წმინდა საცერში და ჩაასხით ყალიბებში.
  7. ყალიბები ჩაალაგეთ ღრმა საცხობ ტაფაში და ჩაასხით იმდენი ადუღებული წყალი, რომ ყალიბებს შუამდე მოადგეს.
  8. შედგით ღუმელში 35-45 წუთით. ისე უნდა გამოცხვეს, რომ შუაგული რბილი დარჩეს. გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე დაახლოებით 1 საათით. 4 საათით შედგით მაცივარში და გააცივეთ.
  9. სუფრაზე მიტანის წინ თავზე თანაბრად მოაყარეთ ყავისფერი შაქარი.
  10. სპეციალური მოსაბრაწი ცეცხლსაფრქვევით მოუბრაწეთ ზედაპირი ისე, რომ შაქარი გადნეს და ოქროსფერ-ყავისფერ კარამელად იქცეს.
  11. თუ ეს ხელსაწყო არ გაქვთ, მაშინ ყალიბები 3-5 წუთის განმავლობაში გახურებული გრილის ქვეშ მოათავსეთ, 8-10 სმ-ით დაბლა, ვიდრე შაქარი კარამელად არ იქცევა.
  12. სუფრაზე მიიტანეთ მაშინვე ან მაცივარში გაცივეთ და მოგვიანებით მიირთვით.