დედამთილსაც უკვირს, როგორ გამომდის ოქროსფერი, რბილი და ნაზი ღვეზელი. ღვეზელი ხომ მისი საფირმო კერძია. საიდუმლოს სიხარულით გიზიარებთ. უკვე დიდი ხანია მოხარშულ ღვეზელს ვამზადებ. ღუმელში გაგზავნამდე ნახევარი წუთით მდუღარე წყალში ვხარშავ. ეფექტი საოცარია!
თუ არასოდეს გიცდიათ ღვეზელი შიგთავსით, ექსპერიმენტი აუცილებლად ჩაატარეთ. ცომეული რბილი და ნაზი, ხოლო ზემოდან ოქროსფერი ქერქით გამოდის. მარტივი ხრიკი დიასახლისებისთვის.
როგორ მოვამზადოთ მოხარშული ღვეზელი რძით და შესქელებული რძით
საფუარის ღვეზელის შიგთავსად არა მხოლოდ შესქელებული რძე შეგიძლიათ გამოიყენოთ. ტკბილი ცომეული ვაშლით, კენკრით, ჯემით, მურაბით შეავსეთ. გარდა ამისა, ასეთი ღვეზელი შეგიძლიათ გააკეთოთ უტკბილო შიგთავსით: კომბოსტო, კარტოფილი, სოკო, ხაჭო, ფარში.
ინგრედიენტები:
- 200 მლ რძე
- 1 ს/კ შაქარი
- 40 გ კარაქი
- 150 გ მოხარშული შესქელებული რძე
- 2 ჩ/კ სოდა
- მწიკვი მარილი
- 1 ჩ/კ მშრალი საფუარი
- 300 გ ხორბლის ფქვილი
- 3 ლ წყალი
მომზადების წესი:
1. თბილ რძეს მშრალი საფუარი და შაქარი დაუმატეთ და აურიეთ. ფქვილი და კარაქი დაუმატეთ, რბილი ცომი მოზილეთ. გადააფარეთ და ნახევარი საათით გააჩერეთ.
2. ცომი 18 ნაწილად დაყავით. თითოეული დააგუნდავეთ. თითოეული ბურთი ოდნავ გააბრტყელეთ, ცენტრში შესქელებული რძე მოათავსეთ და კიდეები შეკარით.
3. წყალი ადუღებამდე მიიყვანეთ, სოდა დაუმატეთ. ღვეზელი 30 წამით ხარშეთ.
4. ამის შემდეგ პერგამენტ დაფარებულ საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ. დანით დასერეთ. 180 გრადუსზე 18 წუთით აცხვეთ.
გაითვალისწინეთ, რომ ცოტა მეტი ან ნაკლები ფქვილი შეიძლება დაგჭირდეთ. ყველაფერი პროდუქტის ხარისხზეა დამოკიდებული. ცომის მასას დააკვირდით. რბილი და ელასტიური უნდა იყოს, ხელზე არ უნდა გეკვროდეთ. ფუნთუშები შესქელებული რძით ნოყიერი წასახემსებელია ან დანამატი ფინჯან ჩაიზე მისაყოლებლად. გემრიელად მიირთვით!