მოლდოვური პლაცინდი: უგემრიელესი ხრაშუნა ცხობილა, რომელიც ყველას მოსწონს!

734

პაცინდი მოლდოვური მრგვალი ცხობილაა, რომელიც ტაფაზე მზადდება.

შიგთავსი შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენი გემოვნებით: ხაჭო მწვანილით, ხორცი, კომბოსტო, ვაშლი, გოგრა. . . შეგიძლიათ გამოიყონოთ ნებისმიერი სახეობის ცომი.

ინგრედიენტები

  • 500გ ფქვილი
  • 300მლ წყალი
  • 1 ჩაის კოვზი მარილი
  • 400გ კარტოფილი
  • 1 ხახვი
  • ოხრახუში
  • მცენარეული ზეთი

მომზადება

1.გაცერით ფქვილი, ჩააღრმავეთ ცენტრში, დაუმატეთ მარილი და წყალი. მოზილეთ ცომი და დაასვენეთ 10-15 წუთი.

2.ჩაზილეთ ცომი, გაყავით 6-8 ნაწილად, დაამრგვალეთ. ისევ დააფარეთ ხელსახოცი და დაელოდეთ 10 წუთი.

3.მოვამზადოთ შიგთავსი: კარტოფილი გაასუფთავეთ, საჭერით კუბიკებად, დაუმატეთ მწვანილი და ხახვი. მოაყარეთ მარილი გემოვნებით.

4.გააბრტყელეთ ცომი და მოათავსეთ 1-2 სუფრის კოვზი შიგთავსი.

5.შეწვით ცხელ ტაფაზე ორივე მხრიდან.

გემრიელად მიირთვით!