მობრაწულა 4 სახეობის ყველით და ბეკონით: რეცეპტი სასწრაფოდ ჩაიწერეთ

815

ამ შესანიშნავი კერძით მთელი ოჯახის დანაყრებას შეძლებთ. ამასთან, არა მხოლოდ უფროსებს, არამედ ბავშვებსაც მოეწონებათ.

გარნირისთვის სახით ნებისმიერი რამ შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგალითად, ბრინჯი, წიწიბურა, მაკარონი ან პიურე.

ყველის სხვადასხვა სახეობა გამოიყენეთ. ამ კერძის მომზადება ყოველთვის მოგინდებათ.

ინგრედიენტები:

  • 6 ქათმის მკერდი (კანის და ძვლების გარეშე)
  • 6 ნაჭერი ბეკონი (შემწვარი, დაჭრილი)
  • ½ ქილა ქათმის ან სოკოს კრემ-სუპი
  • ზეითუნის ზეთი მოსამზადებლად
  • ½ ხახვი (დაქუცმაცებული)
  • ¼ ჭიქა წყალი
  • ¼ წითელი ბულგარული წიწაკა (დაქუცმაცებული)
  • 1 ჩ/კ კარაქი (გამდნარი)
  • ½ ჭიქა გახეხილი ჩედერი
  • ½ ჭიქა გახეხილი სულგუნი
  • ½ ჭიქა გახეხილი მოცარელა

შიგთავსისთვის:

  • 230 გრ რბილი ყველი („ფილადელფიას“ მსგავსი)
  • 1 ს/კ აწეწილი ხახვი
  • 1 ს/კ იტალიური სუნელები
  • 1 ს/კ ხმელი ნიორი
  • 1 ჩ/კ შავი წიწაკა
  • 2 ჩ/კ ლიმონის წვენი
  • მარილი გემოვნებით
  • 6 ნაჭერი ბეკონი (შემწვარი, დანამცეცებული)

რულეტების დასაფარად:

  • ¼ ჭიქა დაფქული ორცხობილა
  • 1 ათქვეფილი კვერცხი


ინსტრუქცია:

  1. ღუმელი 180 გრადუსამდე გააცხელეთ.
  2. საშუალო ცეცხლზე, პატარა ტაფაზე 2 ს/კ ზეითუნის ზეთი გააცხელეთ, 1 ჩ/კ კარაქი, დაქუცმაცებული ბულგარული წიწაკა და ½ დაქუცმაცებული ხახვი დაუმატეთ. დაახლოებით 3 წუთით შეწვით, რომ ოდნავ დაარბილოთ, შემდეგ გაზიდან გადმოდგით და გვერდზე გადადეთ.
  3. თასში რბილი ყველი, ხახვი, იტალიური სუნელები, ნიორი, შავი წიწაკა და ლიმონის წვენი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. შემწვარი, დანამცეცებული ბეკონი აურიეთ.
  4. თითოეულ ქათმის ნაჭერს კოვზით დაახლოებით 2 ს/კ ყველის ნარევი დაადეთ და თხელ ფენად წაუსვით.
  5. ქათამი რულეტის სახით დაახვიეთ, რომ არ დაიშალოს, შეგიძლიათ კბილის ჩხირი გამოიყენოთ.
  6. ახლა თითოეული რულეტი მსუბუქად კვერცხში, შემდეგ დაფქულ ორცხობილაში ამოავლეთ.
  7. დიდ ტაფაზე ცოტა ზეითუნის ზეთი გააცხელეთ, რულეტები დიდ ცეცხლზე ყველაზე მხრიდან სწრაფად შეწვით და გაზიდან გადმოდგით.
  8. დიდ თასში წყალი და კრემ-სუპი კარგად აურიეთ.
  9. ბულგარული წიწაკა/ხახვი და ნახევარი ჭიქა ყველი (სამიდან ნებისმიერი) დაუმატეთ და აურიეთ.
  10. მთელი ეს ნარევი დიდ საცხობ ფორმაში გადაიტანეთ და მასში რულეტები მოათავსეთ. ოდნავ დააწექით, რომ გვერდებიც კარგად დაიფაროს. რულეტები ერთმანეთს არ უნდა ეხებოდეს.
  11. ჩაის კოვზით ნარევი ამოიღეთ და თითოეულ რულეტს ზემოდან დაასხით.
  12. ახლა დარჩენილი ყველი ზემოდან თანაბრად მოაყარეთ.
  13. 15 წუთით ან ქათმის გამოცხობამდე აცხვეთ.
  14. ღუმელიდან გამოიღეთ, შემწვარი და დაქუცმაცებული ბეკონი მოაყარეთ და კიდევ 5 წუთით აცხვეთ.
  15. გემრიელად მიირთვით!