მოამზადეთ ღვეზელი სოკოსა და პომიდვრის შიგთავსით

1031

ჩვენი რედაქცია გთავაზმობთ ცომის ფენებში მოქცეული სოკოსა და პომიდვრის არაჩვეულებრივ რეცეპტს. ასეთი კერძი არა მხოლოდ ორიგინალური ვიზუალით, არამედ გაჯერებული გემოთიც გამოირჩევა. აუცილებლად მოამზადეთ იგი და გაუმასპინძლდით მეგობრებსა და ოჯახის წევრებს.

სოკოს ღვეზელები

ინგრედიენტები

  • 500 გრ მზა ცომის ფენები (1 შეკვრა)
  • 4-5 ც კარტოფილი
  • 400 გრ მშრალი სოკო
  • 100 გრ მაგარი ყველი
  • 2 ც ხახვი
  • 1 ც კვერცხი
  • კარაქი შესაწვავად
  • მარილი და დაფქული პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი

1. გარეცხეთ კარტოფილი, მოხარშეთ, კანი გააცალეთ და დაჭერით პატარა ზომის კუბებად.

2. მსხვილად დახეხეთ ყველი.

3. დაჭერით ხახვი ნახევარრგოლებად.

4. ცხელ ტაფაზე შეწვით დაჭრილი სოკო ჯერ ცალკე, შემდეგ კი ხახვთან ერთად.

5. შემწვარი სოკო და ხახვი შეურიეთ ყველსა და კარტოფილს. მოაყარეთ პილპილი და მარილი-შიგთავსი უკვე მზადაა.

6. ცოტათი გაიყვანეთ მზა ცომის ფენები და დაჭერით თანაბარი ზომის მართკუთხედებად. ზემოდან კი თითოეულ ნაჭერს ათქვეფილი კვერცხი წაუსვით.

7. ცომის ფენებში თანაბრად მოათავსეთ შიგთავსი და გაახვიეთ კონებად. ზემოდან კვლავ კვერცხი წაუსვით.

8. ღვეზელები გამოაცხვეთ 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში დაახლოებით 15-20 წუთით.

გემრიელად მიირთვით!