თითოეულ დიასახლისს აქვს განსაკუთრებული საიდუმლო რეცეპტი გემრიელი ღვეზელების მოსამზადებლად. დღეს ჩვენ ამ რეცეპტებიდან ერთ-ერთს გაგიმხელთ.
ჰაეროვანი ღვეზელები
ჩვენ გასწავლით, როგორ მოამზადოთ ფაფუკი, საოცრად გემრიელი ღვეზელები ვაშლისა და ყაყაჩოს თესლით, რომლებიც პირში დნება. აი, რა დაგჭირდებათ ამ რეცეპტისთვის:
ინგრედიენტები
- 500 გრ ფქვილი
- 25 გრ საფუარი
- 100 გრ არაჟანი
- 150 გრ კარაქი
- 200 მლ რძე
- 2 ც კვერცხი
- 600 გრ შაქარი
- 1 ჭიქა ყაყაჩოს თესლი
- 500 გრ ვაშლი
- მარილი
- 500 გრ კომბოსტო
მომზადების წესი
1. პირველ რიგში მოამზადეთ ცომი: თბილ რძეში გახსენით საფუარი.
2. გაადნეთ კარაქი, დაუმატეთ 2 კვერცხი, 2 ს.კ. შაქარი, ცოტა მარილი და ფქვილი. ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ.
3. მიღებულ ნაზავს დაუმატეთ რძეში გახსნილი საფუარი, შემდეგ კი არაჟანი. გააჩერეთ ცომი თბილ ადგილას 2 საათი.
4. სანამ ცომი აფუვდება, შეგიძლიათ შიგთავსი მოამზადოთ. ყავის საფქვევში დააფქვიეთ ყაყაჩოს თესლი, შემდეგ შეურიეთ იგი დარჩენილ შაქარს დაჭრილ ვაშლს.
5. თუ ცომი უკვე აფუვდა, გაყავით იგი რამდენიმე ნაწილად და დაიწყეთ ღვეზელების მომზადება. ცომს შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი ფორმები მისცეთ.
6. რატომ გამოდის ღვეზელები ასეთი ფაფუკი? მთავარი საიდუმლო-კომბოსტოს ფურცლებია. საცხობ ლანგარზე თავდაპირველად დააფინეთ საცხობი ქაღალდი და წაუსვით მას ზეთი, შემდეგ კი ზემოდან კომბოსტოს ფურცლები დააფინეთ.
დაალაგეთ ზემოდან ღვეზელები და მათ ზედაპირზე წაუსვით ათქვეფილი კვერცხის გული.
7. ღვეზელები აცხვეთ 40 წუთის განმავლობაში.
გემრიელად მიირთვით!