მოამზადეთ უგემრიელესი ბლინები კარტოფილით

1453

ეს კერძი თქვენს კულინარიულ შესაძლებლობებს ახალ საფეხურზე აიყვანს. თქვენთვის კარგად ნაცნობ სირნიკებს, ჩვენ კარტოფილი დავუმატეთ. მერწმუნეთ საოცარი, რამ გამოვიდა.

კლასიკურ ვარიანტში სირნიკი მზადდება, როგორც დესერტი. ამ კერძით თქვენ ნამდვილად გააოცებთ სტუმრებს.

ინგრედიენტები

  • კარტოფილი 2 ცალი
  • მარილი 1 ჩაის კოვზი
  • ხაჭო 200გ
  • კვერცხი 1 ცალი
  • ხორბლის ფქვილი 5 სუფრის კოვზი

მომზადება

1.გაასუფთავეთ და კუბიკებად დაჭერით კარტოფილი. დაადგით მოსახარშათ და წამოდუღებითანავე დაუმატეთ მარილი.

2.სანამ კარტოფილი იხარშება, ხაჭოს გადაურიეთ კვერცხი, ათქვიფეთ ბლენდერით. მოხარშული კარტოფილიც ათქვიფეთ და გააგრილეთ.

3.კარტოფილი დაუმატეთ ხაჭოს და მოურიეთ. მოაყარეთ ფქვილი და ისევ მოურიეთ.

4.ხაჭოს მასისგან შექმენით ბურთები და ამოავლეთ ფქვილში. მიეცით სირნიკის ფორმა.

5.სირნიკები შეწვით ორივე მხრიდან.

ეს კერძი ნამდვილად მოიგებს თქვენს გულს. სირნიგები გამოდის რბილი და ძალიან ნოყიერი. გემრიელად მიირთვით!