ამ ფუნთუშებს ეძახიან ბატბუტებს – მაროკული მინი ფუნთუშები ძალაინ მოგეწონებათ.
მათი მომზადება უმარტივესია: მზადდება მშრალ ტაფაზე ზეთის დარეშე. ღუმელში მათი გამოცხობა არ არის რეკომენდირებული.
ამ რეცეპტით მომზადებული ბუნთუშები შეგიძლიათ გამოიყენოთ ბურგერების მოსამზადებლად, ან როგორც უბრალო პური.
ინგრედიენტები
- 350გ ფქვილი
- 0,5-1 ჩაის კოვზი მარილი
- 250მლ წყალი
- 1 ჩაის კოვზი მშრალი საფუარი
მომზადება
- საფუარს დაუმატეთ გაცრილი ფქვილი, მარილი და თბილი წყალი. მოზილეთ ელასტიური ცომი.
- ცომი გაყავით 2 ნაწილად, გააბრტყელეთ ორივე და ჭიქის მეშვეობით დაჭერით.
- გადაიტანეთ ფორმაზე, დააფარეტ თავზე და დაელოდეთ 15-20 წუთი.
- გამოაცხვეთ (ზეთის გარეშე) საშუალო ცეცხლზე.
გემრიელად მიირთვით!