მიკროტალღურ ღუმელში მომზადებული შარლოტკა

594

ვაშლის ცხობილა არასდროს კარგავს პოპულარობას. ეს ხილი ნებისმიერი სახის ცომს უხდება. შარლოტკა ჩემი ფავორიტია და არამარტო ჩემი.

დღეს მე გასწავლით შარლოტკას მიკროტალღურში მომზადებას. საყვარელი ნამცხვრის მომზადება ასეთი მარტივი არასოდეს ყოფილა.

ინგრედიენტები

  • კვერცხი 1 ცალი
  • ბრინჯის ფქვილი 30გ
  • ვაშლი 1 ცალი
  • გამაფხვიერებელი 0,5 ჩაის კოვზი
  • კეფირი 50მლ
  • შაქარი 1 ჩაის კოვზი

მომზადება

1.განაცალკევეთ ცილა და გული. გულს დაუმატეთ შაქარი და კეფირი, ათქვიფეთ.

2.ათქვიფეთ ცილა ამოფუებამდე.

3.გაასუფტავეთ ვაშლი და დაჭერით კუბიკებად.

4.კეფირის მასას მოაყარეთ გაცრილი ფქვილი და ფრთხილად მოურიეთ ნიჩბით. დაუმატეთ ვაშლი და ისევ მოურიეთ.

5.მიღებული მასა ჩაასხით ფორმაში და მოამზადეთ 5 წუთი 500ვტ სიმძლავრეზე.

გემრიელად მიირთვით!