“მზიური” ბლინები კვერცხის გარეშე: 1 მწიკვი ჯადოსნური ფხვნილის დამატებით საოცარი გემო, ფერი და არომატი გარანტირებულია

1339

პირველი, რასაც ყურადღება მივაქციე, სახელწოდება იყო – “მზიური” ბლინები… არის მასში რაღაც, რის გამოც სურვილი გიჩნდება, გახსნა სტატია და ბოლომდე წაიკითხო. ერთი შეხედვით, ყველაფერი ჩვეულებრივია: ფქვილი, კარაქი, შაქარი, რძე. მაგრამ მას “მზიურად” არა კვერცხი, არამედ, კურკუმა აქცევს. ინდური სუნელის დამატებით, ეს კერძი არამხოლოდ კაშკაშა, არამედ ბევრად გემრიელიც გამოდის.

კურკუმა ძალიან სასარგებლოა, აი მაღაზიაში ნაყიდი კი შესაძლოა ამის გარანტიას ვერ იძლეოდეს. ამიტომ, თავად შეგიძლიათ გაახაროთ ის ფანჯრის რაფაზე სხვა მცენარეებთან ერთად.

ინგრედიენტები

  • 1 ლ რძე
  • 300 გრ ფქვილი
  • 70 მლ ზეთი
  • 100 გრ ყავისფერი შაქარი
  • 0,5 ჩ.კ. მარილი
  • 0,5 ჩ.კ. სოდა
  • 50 გრ კარაქი
  • 1 ჩ.კ. კურკუმა
  • 1 ბანანი

მომზადება

  1. მოამზადეთ ცომი: დაჭყლიტეთ ჩანგლით ბანანი, დაუმატეთ 0,5 ლიტრი რძე, შაქარი, სოდა, მარილი, შაქარი.
  2. დაუმატეთ ნელ-ნელა ფქვილი. არაჟნის კონსისტენციის ცომი უნდა გამოვიდეს.
  3. აადუღეთ დარჩენილი რძე, დაუმატეთ მზა ცომში.
  4. დაუმატეთ კურკუმა და ზეთი.
  5. გამოაცხვეთ მშრალ ტაფაზე. წაუსვით თითოეულს კარაქი, დააწყვეთ ერთმანეთზე.

კურკუმის ბლინების შიგთავსად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ჯემი ან შესქელებული რძე. შეინახეთ ეს რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!