მეგრული და იმერული ხაჭაპური ერთმანეთს ძალიან ჰგავს. მათში ერთი მთავარი განსხვავებაა – მეგრულ ხაჭაპურს ზემოდან გახეხილი ყველისა და კვერცხის ნარევი ესმება და ღუმელში ისე ცხვება.
მეგრული ხაჭაპურის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
ინგრედიენტები:
ცომი
- 1 კგ ფქვილი
- 2 კვერცხის გული
- 400 მლ თბილი რძე
- 100 მლ თბილი წყალი
- 100 გ გამდნარი კარაქი
- 2 ს.კ. ზეთი
- 2 -3 ს.კ. მშრალი საფუარი
გულსართი
- 2 ცალი კვერცხი
- 1,2 კგ გახეხილი ყველი
- 600 გ გახეხილი სულგუნი
- 7-8 კვერცხის გული
მომზადების წესი:
- თბილ რძეს დავუმატოთ თბილი წყალი, მარილი და საფუარი. შევურიოთ გამდნარი კარაქი, კვერცხი და შევაზილოთ ფქვილი, თან ხელები ზეთში დავისველოთ.
- ცომი უნდა იყოს ნაზი და ზელისას ხელს ეკვრებოდეს.
- ცომი ჩავდოთ თასში, გადავაფაროთ ტილო და ასაფუებლად დავდგათ.
- ყველს დავუმატოთ კვერცხი და ავურიოთ. ყველის მასა 4-5 გუნდად დავყოთ. ამდენივე გუნდად დავყოთ ცომი, თითოეულში ჩავდოთ ყველი, მოვუკრათ თავი და გავაბრტყელოთ.
- ხაჭაპური მოვათავსოთ საცხობ ფურცელზე, ზემოდან წავუსვათ კვერცხის გულებისა და გახეხილი სულგუნის ნაზავი და 220 გრადუსზე გამოვაცხოთ.