მდოგვში მარინირებული ბულგარული პილპილის რეცეპტი

1346

მარინირებული ბულგარული პილპილის ძალიან ბევრი რეცეპტი არსებობს. ზოგჯერ მარინადში უმატებენ ნიორს, რეჰანს ან სხვა მკვეთრ კომპონენტს, რომლებიც მას პიკანტურ გემოს მატებს. თავად პილპილში კი ბადრიჯანს, ყაბაყს ან წიწაკა ჩილის უმატებენ. ასეთი კონსერვაცია იდეალურად ინახება. ამ კერძს აგვისტო – სექტემბერში საშინაო ბულგარული პილპილით ამზადებენ.

ჰაეროვან მდოგვში მარინირებული ბულგარული პილპილის მომზადება ძალიან ადვილია: მხოლოდ რამდენიმე ინდგრედიენტი, მინიმალური საკმაზი, და მორჩა. შესანიშნავი დასაყოლებელი ხორცთან მზადაა. გირჩევთ არ გამოიყენოთ ძალიან ცხარე მდოგვი, რადგან მან შესაძლოა გადაფაროს პილპილის გემო.

ინგრედიენტები

  • 3 კგ ბულგარული პილპილი
  • 250 მლ ძმარი
  • 2 ს.კ. მარილი
  • 1 ჩ.კ. შავი პილპილის მარცვლები
  • 1 ლ მდოგვი
  • 4 კბილი ნიორი
  • 1 ლ წყალი
  • 4 ს.კ. შაქარი
  • 4 ც დაფნის ფოთოლი
  • 6 ც ბაჰარის მარცვალი
  • 1 ლ მზესუმზირის ზეთი

მომზადების წესი

1. გარეცხეთ ბულგარული პილპილი და გააცალეთ შიგთავსი. დაჭერით ბოსტნეული გრძელ ზოლებად. ქვაბში შეურიეთ ერთმანეთს წყალი, ძმარი, შაქარი, მარილი, წვრილად დაჭრილი ნიორი და დარჩენილი სანელებელი. მოადუღეთ ნაზავი.

2. როდესაც ნაზავი ერთი წუთის განმავლობაში იდუღებს, ჩაყარეთ მასში პილპილი, დაახურეთ ქვაბს თავსახური და მოთუშეთ ბოსტნეული 15 წუთის განმავლობაში. პილპილი უნდა დარბილდეს. შემდეგ გადაწურეთ სითხე და მზა ბოსტნეული გააცივეთ.

3. ცალკე თასში, ხელის ბლენდერით შეურიეთ ერთმანეთს მდოგვი და ზეთი, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. დაასხით ნაზავი ბულგარულს და მოურიეთ. გადაანაწილეთ კერძი სტერილურ ქილებში და დაახურეთ სახურავი. შეინახეთ ქილები გრილ ადგილას.

მდოგვში მარინირებული ბულგარული პილპილი არა მხოლოდ ხორცის გემრიელი დასაყოლებელი, არამედ ერთგვარი ჩვეულებრივი კერძია, იგი ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ სენდვიჩებზე წასასმელად ან დაუმატოთ თქვენთვის საყვარელ თბილ სალათს.