ფენოვანი ცომი – უნივერსალური ინგრედიენტია. უამრავი კერძის მომზადება შეიძლება ცომისგან. მე მაცივარში ყოველთვის ვინახავ ცომს, რათა სწრაფად მოვამზადო კერძები.
ტარტალეტკები ფენოვანი ცომისგან – ძალიან კარგი იდეაა საუზმისთვის. შიგთავსი შეგიძლიათ თქვენივე გემოვნებით შეცვალოთ და გააუმჯობესოთ.
დღეს ჩვენ ნამდვილად გამოსადგ რეცეპტს გაგიზიარებთ!
ინგრედიენტები
- 200გ საშუალო ცხიმიანობის ხაჭო
- 1 შეკვრა (500გ) ფენოვანი ცომი
- 4 სუფრის კოვზი შაქარი
- ვანილი
- 1 კვერცხი
- კენკრა
მომზადება
1.ღუმელი გაახურეთ 200 გრადუსზე. გაალღვეთ ცომი.
2.სამუშაო მაგიდა დაამუშავეთ ფქვილით, გააბრტყელეთ ცომი. ამოჭერით ტარტალეტკები.
3.ათქვიფეთ ხაჭო, 3 სუფრის კოვზი შაქარი და ვანილი.
4.მოათავსეთ ხაჭოს მასა და კენკრა.
5.ჯამში ათქვიფეთ კვერცხი 1 ჭიქა წყალთან ერთად. დესერტის კუთხეები დაამუშავეთ მიღებული მასით და მოაყარეთ დარჩენილი შაქარი. გამოაცხვეთ 15-20 წუთი.
გემრიელად მიირთვით!