ძალიან გემრიელი ნამცხვარი, ფხვიერი თხელი ცომით.
ინგრედიენტები
ცომისთვის
- ხორბლის ფქვილი 240გ
- კარაქი 100გ
- კვერცხის გული 1 ცალი
შიგთავსისთვის
- ყველი 120გ
- არაჟანი 200მლ
- ბეკონი 200გ
- ნაღები 30% 200მლ
- კვერცი 3 ცალი
- მარილი და წიწაკა
მომზადება
- ღრმა ჯამში მოათვსეთ გაცრილი ფქვილი.
- იმავე ჯამში ჩახეხეთ კარაქი.
- მე ვიყენებ გაყინულ კარაქს.
- ხელით მოზილეთ ჯამში არსებული მასა.
- დაუმატეთ კვერცხის გული და ცივი წყალი.
- მოზილეთ ცომი.
- დაამრგვალეთ ცომი, შეინახეთ მაცივარში 20-25 წუთი.
- სანამ ცომი ისვენებს მოვამზადოთ შიგთავსი.
- ბეკონი დაჭერით წვრილად, შეწვით მშრალ ტაფაზე.
- შემწვარი ბეკონი მოათავსეთ ჯამში, ყველი დაჭერით პატარა კუბიკებად, დაუმატეთ ბეკონს და მოურიეთ.
- ცომი გამოიტნეთ მაცივრიდან და გააბრტყელეთ თხელ მრგვალ ფირფიტად.
- ცომი მოათავეთ ფორმაში, ამოიყვანეთ გვერდები და შექმენით ადგილი შიგთავსისთვის.
- მე ვიყენებ 28სმ დიამეტრის და 3სმ სიმაღლის მქონე ფორმას (პერგამენტით ამოფენილს).
- მოაწერით ზედმეტი ნაწილები და დააჭცვლიტეთ ჩანგლით, რამდენიმე ადგილას.
- ფორმა ცომთან ერთად მოათავსეთ მაცივარში 10 წუთი.
- მოვამზადოთ შიგთავსი.
- ჯამში ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ არაჟანი და მოურიეთ.
- მოასხით ნაღები, მოაყარეთ მარილი და წიწაკა. კარგად მოურიეთ.
- გამოაცხვეთ ცომი 180 გრადუსზე 20 წუთი.
- შემდეგ ჩაასხით შიგთავსი, მოაყარეთ ყველი და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 25-30 წუთი.
გემრიელად მიირთვით!