მანდარინის რახათ-ლუხუმი – საახალწლო სუფრის ნამდვილი მშვენება

3411

საოცარია, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არაბული დესერტი სტამბოლში გაჩნდა XVIII საუკუნეში. ამ ტკბილეულობამ მალევე ჰპოვა წარმატება. შინაური ლუქუმი ისევე მზადდება, როგორც ჟელე, მაგრამ უფრო მყარი ტექსტურა და მდიდარი გემო აქვს. შეგიძლიათ გემოვნებით დაამატოთ ნებისმიერი თხილი.

ინგრედიენტები

  • 7 ც მანდარინი
  • 800 მლ წყალი
  • 600 გრ შაქარი
  • 0,25 ჩ.კ. ლიმონის მჟავა
  • 100 გრ შაქრის პუდრი
  • 2 გრ ვანილი
  • 130 გრ სახამებელი

მომზადება

1. მოამზადეთ შაქრის სიროფი. ამისათვის ჩაყარეთ 600 მლ წყალში შაქარი, დადგით ნელ ცეცხლზე, დაუმატეთ ლიმონის მჟავა. ხარშეთ 10 წთ სანამ შესქელდება, ამასთან სიროფი გამჭვირვალე უნდა დარჩეს.

2. მოამზადეთ მანდარინის წვენი. დააბლენდერეთ გაფცქვნილი მანდარინი, შემდეგ დაწურეთ.

3. შეურიეთ მანდარინის წვენი 200 მლ წყალთან და სახამებელთან. დადგით ცეცხლზე, როცა წამოდუღდება, დაამატეთ შაქრის სიროფი და ვანილი.

4. ხარშეთ ლუხუმი 20-30 წუთის განმავლობაში, სანამ გელის კონსისტენციას არ მიიღებს. შემდეგ ჩაასხით მოხერხებულ ფორმაში და შედგით მაცივარში 1 საათით.

5. როცა ლუხუმი გაცივდება, ამოიღეთ ფორმიდან, დაჭერით ოთხკუთხედ ნაჭრებად და ამოავლეთ შაქრის პუდრში. მზადაა!

რახათ-ლუხუმის მომზადებისას მოსაყრელს დიდი მნიშვნელობა აქვს. ის არამხოლოდ სილამაზისთვისაა საჭირო, არამედ, თითებზე და ჭურჭელზე რომ არ მიეკროს. შეგიძლიათ შაქრის პუდრის ნაცვლად ქოქოსის ფანტელი გამოიყენოთ. გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!