მანანი-ძალიან გემრიელი და მარტივი ნამცხვარი თქვენი პატარებისთვის

2218

მანანის ნამცხვრის მომზადება ძალიან ადვილია და ამავდროულად, ძალიან გემრიელი გამოდის. მიუხედავად იმისა, რომ იგი შეიცავს მანანის სემოლინას, იგი მოეწონება იმ ადამიანებსაც, ვინ მას ვერ იტანს.

ნამცხვარი უფრო გემრიელი გამოდის ქიშმიშთან ერთად, იგი მას უფრო ტკბილს ხდის, თუმცა, თქვენ შეგიძლიათ სხვა ნებისმიერი ინგრედიენტი გამოიყენოთ შიგთავსისთვის, ან საერთოდ შიგთავსის გარეშე მოამზადოთ.

ინგრედიენტები

  • 1 ჭიქა მანანის სემოლინა
  • 120 გრ არაჟანი(15-20%-იანი)
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 3 ც კვერცხი
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 1 ჭიქა ფქვილი

მომზადების წესი 

  1. შეურიეთ არაჟანი და მანანი ერთმანეთს და გააჩერეთ 1 საათით. ათქვიფეთ კვერცხი შაქართან ერთად, დაუმატეთ მანანისა და არაჟნის ნაზავი და კარგად აურიეთ ინგრედიენტები. დაუმატეთ გამაფხვიერებელი და ფქვილი და მოზილეთ ზომიერად თხელი ცომი.
  2. წაუსვით საცხობ ფორმას ზეთი და ჩაასხით მასში ცომი, გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე და გამოაცხვეთ  ნამცხვარი 40-50 წუთის განმავლობაში.

მანანის უგემრიელესი ნამცხვარი მზადაა! გემრიელად მიირთვით!