მაკარონი ყველით – ყველასთვის საყვარელი კერძი

1594

ინგრედიენტები

  • მაკარონი 375გ
  • კარაქი 50გ
  • წვრილად დაჭრილი ხახვი 1 ცალი
  • ნიორი 2 კბილი
  • ფქვილი 2 სუფრის კოვზი
  • რძე 2 ჭიქა
  • გახეხილი ყველი 1.5 ჭიქა
  • დაჭრილი მწვანე ხახვი 2 სუფრის კოვზი
  • მარილი

მომზადება

  1. მოხარშეთ მაკარონი შეფუთვაზე არსებული ინსტრუქციის მიხედვით.
  2. ღრმა ჯამში საშუალო ცეცხლზე გაალღვეთ კარაქი. დაუმატეთ ხახვი, ნიორი და მოთუშეთ. დაუმატეთ ყველი. მოურიეთ საგულდაგულოდ.
  3. მაკარონს მოაშორეთ სითხე და დაუმატეთ ყველის მასა. მოაყარეთ მარილი, წიწაკა, მწვანე ხახვი და დამატებით ყველი.

გემრიელად მიირთვით!