ფხვიერი ორცხობილის სახლის პირობებში მომზადება, მართლაც მარტივი საქმეა. ამ თემაზე უამრავი რეცეპტი არსებობს, ყველა რაღაცით განსხვავდება ერთმანეთსგან. დღეს ჩვენ ყველაზე განსხვავებულ რეცეპტს შემოგთავაზებთ.
შეიძლება გაგიკვირდეთ ინგრედიენტების სიაში მაიონეზის აღმოჩენა. დიხ, ის ნამდვილად მონაწილეობს დესერტის მზადებაში, მაგრამ უჩინრად იქცევა, რადგან მისი გემო საერთოდ არ იგრძნობა.
ინგრედიენტები
- 4 ჭიქა ფქვილი
- 200გ მარგარინი
- 200გ შაქარი
- 200გ მაიონეზი
- 2 კვერცხი
- მარილი
მომზადება
1.დაჭერით მარგარინი და მოაყარეთ 3 სუფრის კოვზი ფქვილი. ხელით კარგად მოურიეთ მასას.
2.დაუმატეთ შაქარი, კვერცხი, მაიონეზი და მარილი. მოაყარეთ ფქვილი, მოზილეთ ცომი.
3.როცა ცომი გახდება ელასტიური და რბილი, შეფუთეთ და მოათავსეთ მაცივარში. გრილი ცომი მარტივი დასამუშავებელია.
4.ფორმა ამოფინეთ პერგამენტით და წაუსვით ზეთი.
5.ცომი გამოატარეთ ხორცსაკეპში. მიღებული ნაჭრები მოათავსეთ ფორმაზე.
6.გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 20 წუთი.
ეს ორცხობილა ძალიან უხდება ჩაის და ყავას. გამომცხვარ ორცხობილას მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.
გემრიელად მიირთვით!