“ლიმონჩელო” არის ლიმონის იტალიური ლიქიორი, ძალიან მაგარი და ტკბილია, ინახება საყინულეში და სუფრაზე სადილის შემდეგ მიაქვთ. მისგან კი ახლა უგემრიელეს ტრაიფლს მოვამზადებთ.
ინგრედიენტები:
- 375 გ შავი მოცვი, დამატებით – მოსართავად
- 3 სუფრის კოვზი წყალი
- 1 ფინჯანი (250 გ) ლიმონის კრემი
- 1 ფინჯანი (250 გ) მასკარპონე
- 4 სუფრის კოვზი შაქრის პუდრი
- ფინჯანი 375 მლ ცხიმიანი ნაღები
- 90 მლ ლიქიორი “ლიმონჩელო”
- 350 გ მზა ან შინ გამომცხვარი კექსი კუბებად დაჭრილი
ულუფა: 6
მომზადება: 25 წუთი+4 საათი გასაცივებლად
დონე: 1
მომზადების წესი:
- შავი მოცვის ნახევარს დაასხით წყალი და დაბალ ცეცხლზე 5-10 წუთის განმავლობაში, დარბილებამდე დატოვეთ. შემდეგ ჩანგლით დასრისეთ.
- გადმოდგით ცეცხლიდან, დაუმატეთ დანარჩენი მოცვი და დატოვეთ გასაგრილებლად.
- ლიმონის რბილობი, მასკარპონე და შაქრის პუდრი მოათავსეთ პატარა ჯამში და აურიეთ. დროებით გადადეთ.
- მიქსერით, მაღალი სიჩქარით ათქვიფეთ ნაღები კრემის მიღებამდე.
- კექსი გაყავით 6 თანაბარ ნაწილად და მოათავსეთ ჭიქებში. დაამატეთ მოცვი და მოასხით “ლიმონჩელო”. შემდეგ ფენად დაადეთ ლიმონის რბილობის მასა და ბოლოს ათქვეფილი ნაღები მოასხით. მორთეთ დარჩენილი მოცვით.
- ტრაიფლი გააცივეთ მაცივარში 4 საათით.