ამ ტორტის რეცეპტი აუცილებლად უნდა ჩაინიშნოთ, რადგან ის ყველა სეზონს ძალიან უხდება. მისი მომზადება დიდ ძალისხმევას ნამდვილად არ მოითხოვს, ასე რომ შეგიძლიათ თამამად შეუდგეთ მის მომზადებას.
ინგრედიენტები:
- კვერცხი 6 ც
- შაქარი 1 ჩ/ჭ
- ლიმონი 1 ც
- კარტოფილის ფქვილი 2 ს/კ
- პურის ფქვილი 2 ს/კ
მასალა კრემისთვის:
- რძე 1 ჩ/ჭ
- შაქარი 1,5 ჩ/ჭ
- რძე 1 ლ
- კვერცხი 4 ც
- ფქვილი 1/2 ჭ
- ფქვილი 200 გრ
მომზადების წესი:
კვერცხის გულები კარგად ავთქვიფოთ შაქრის ფხვნილთან ერთად. 1 ცალი საშუალო ზომის ლიმონი 15-20 წუთის განმავლობაში ვხარშოთ, კანიანად გავატაროთ ხორცის საკეპ მანქანაში და შევურიოთ კვერცხის გულებს. დავამატოთ 2 ს/კ კარტოფილის ფქვილი, 2 სუფრის კოვზი პურის ფქვილი და კარგად ავურიოთ. კვერცხის ცილა კარგად გავთქვიფოთ. გამაგრებამდე ნელ-ნელა დავასხათ ცომს. მიღებული მასა ჩავასხათ ცხიმწასმულ ყალიბში და შევდგათ გაზქურაში გამოსაცხობად.
კრემი: 4 კვერცხის გულისა და 1,5 ჭიქა შაქრის ფხვნილისგან გავაკეთოთ გოგლი-მოგლი. დავამატოთ ნახევარი ჩაის ჭიქა ფქვილი და კარგად ავურიოთ. დავასხათ 1 ლიტრი რძე. დავდგათ ნელ ცეცხლზე და მივიყანოთ ადუღებამდე, გავაციოთ და შევათქვიფოთ 200 გრ კარაქი.
გამომცხვარი ბისკვიტი გავჭრათ შუაზე, დავნამოთ ლიმნიანი ჩაით, რომელსაც დამატებული ექნება 1 ს/კ კონიაკი. ბისკვიტი მოვრთოთ კრემით.