ტერამისუ იტალიური სამზარეულოს საამაყო და მთელს მსოფლიოში ცნობილი დესერტია. მისი მომზადება სახლის პირობებში არ არის რთული!
ინგრედიენტები
- ნაღების ყველი მასკარპონე 400გ
- სვაროდიას ორცხობილა 300გ
- კვერცხი 5 ცალი
- შაქრის ფხვნილი 1/2 ჭიქა
- ყავა 150მლ
- რომი, მარსალა ან ამარეტო 1 სუფრის კოვზი
- კაკაო ან გახეხილი შოკოლადი
- მარწყვი
ინგრედიენტები
- განაცალკევეთ კვერცხის ცილა და გული. გული ათქვიფეთ შაქრის ფხვნილთან ერთად, დაუმატეთ მასკარპონე და კარგად მოურიეთ.
- ცილა ათქვიფეთ აქაფებამდე, დაუმატეთ ყველის მასა და ფრთხილად მოურიეთ.
- მოადუღეთ ყავა, დაუმატეთ კონიაკი და დანამეთ ორცხობილა.
- შუშის ან კერამიკის ფორმაში მოათავსეთ ორცხობილა, მოასხით ყველის მასა, შემდეგ ისევ ორცხობილა, კიდევ ერთი კრემის ფენა.
- მოათავსეთ მაცივარში. მოაყარეთ კაკაო ან გახეხილი შოკოლადი.
გემრიელად მიირთვით!