ლავაშის ნამცხვარი ვაშლით

821

ლავაში, მართლაც უნივერსალური პროდუტია! მისგან უამრავი საინტერესო კერძის მომზადება შეიძლება. მგონი ყველას გაგისინჯავთ მადისაღმძვრელი რულეტები სხვადასხვა შიგთავსით. მე საუზმეზე ძალიან მიყვარს ლავაშის ნამცხვარი ვაშლით.

ლავაშის რაოდენობა მათ ზომაზეა დამოკიდებული. ვაშლი უმჯობესია იყოს მომჟავო.

ინგრედიენტები

  • ლავაში 2 ცალი
  • ვაშლი 6 ცალი
  • შაქარი 210გ
  • ვანილი 1 სუფრის კოვზი
  • კარაქი 50გ
  • კვერცხი 5 ცალი
  • არაჟანი 200გ
  • ლიმონი 1 ცალი
  • შაქრის ფხვნილი 1 ჩაის კოვზი

მომზადება

1.გარეცხეთ ვაშლი, მოაშორეთ გული და დაჭერით. მოასხით ლიმონის წვენი.

2.გაალღვეთ კარაქი ტაფაზე, დაუმატეთ 160გ შაქარი, ვანილი. მოურიეთ.

3.ტაფაზე მოათავსეთ ვაშლი, 5 წუთი გააჩერეთ საშუალოზე მაღალ ცეცხლზე, ურიეთ.

4.კვერცხს დაუმატეთ შაქარი და არაჟანი.

5.ჩაასხით გამოსაცხობ ფორმაში 22-24სმ დიამეტრი. ფორმა უნდა იყოს ამოფენილი ქაღალდით და უნდა ესვას ცხიმი. ვლავაშისგან ამოჭერით ფორმის ძირის ზომის წრეები.

6.შემდეგი ფენა – მსხვილად დაჭრილი ლავაში. მოათავსეთ შიგთავსი, მოაყარეთ ლავაშები და მოასხით სოუსი.

7.მოატავსეთ დარჩენილი ვაშლი და მოასხით დარჩენილი სოუსი. ისევ ერთი ფენა ლავაში.

8.გამოაცხეთ 1890 გრადუსზე 40-45 წუთი.

გემრიელად მიირთვით!