კრეკერზე უკეთესი: მარილიანი ორცხობილა ხაჭოთი და კვლიავით

278

ორცხობილა როგორც ტკბილი, ასევე მარილიანი შეიძლება იყოს. დაუმტკბარი ორცხობილა ხაჭოთი და კვლიავით როგორც ჩაის, ასევე წვნიანს, ბულიონს და ლუდსაც შეგიძლიათ მიაყოლოთ. სასუსნავი ზომიერად მარილიანი, გარედან ხრაშუნა და შიგნით რბილი.

მომწონს, რომ ასეთი ორცხობილა ხაჭოთი მზადდება, შაქარს და კვერცხს არ შეიცავს, მინიმუმ ფქვილს მოითხოვს, რაც მნიშვნელოვანია. სურვილისამებრ, შაქარი შეგიძლიათ დაუმატოთ ან ზემოდან მოაყაროთ, მაგრამ ასე უკვე ტკბილი ხაჭოს ორცხობილა გამოვა.

მარილიანი ორცხობილა ხაჭოთი: მნიშვნელოვანი ნიუანსები

ამ რეცეპტში მთავარია აიღოთ მშრალი ხაჭო 0-5 %–იანი ცხიმიანობით. ასე ცომი იდეალური კონსისტენციის და დიეტური გამოვა. მოსაყრელად ნებისმიერი სხვა ინგრედიენტი შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგალითად, სელის ან მზესუმზირის თესლი, დაქუცმაცებული კაკალი ან ხმელი მწვანილი.

ინგრედიენტები:

  • 250 გ ხაჭო
  • 1 ჩ/კ სოდა
  • 1 ჩ/კ კვლიავი
  • 50 გ ხმელი ყველი
  • იტალიური სუნელები გემოვნებით
  • 180 გ კარაქი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 2 ჩ/კ სეზამის თესლი
  • 150 გ ხორბლის ფქვილი

მომზადების წესი:

1. ხორბლის ფქვილი, ხაჭო, რბილი კარაქი, სოდა და მარილი თასში აურიეთ.

2. ფქვილის რაოდენობა თვალით დაარეგულირეთ: მზა ცომი ძალიან მაგარი არ უნდა იყოს.

3. ცომი რამდენიმე სანტიმეტრის სისქეზე გააბრტყელეთ და მრგვალი ან მართკუთხა ფორმები (თქვენი სურვილით) გამოჭერით.

4. მომავალი ხაჭოს სასუსნავი პერგამენტდაფარებულ საცხობ ფორმაზე ფრთხილად გადაიტანეთ. დისტანცია დაიცავით, ორცხობილები ზომაში გაიზრდება.

5. კვლიავი, ყველი, სეზამის თესლი ან სხვა მწვანილი მოაყარეთ.

6. თუ უფრო ტკბილი ვარიანტი გსურთ, ქოქოსის ფანტელები ან კაკალი მოაყარეთ.

7. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში აცხვეთ, სანამ არ შეწითლდება. შეამოწმეთ, რომ მზა ორცხობილები არ გამოშრეს. ჩვეულებრივ, ასეთი ორცხობილებისთვის 20 წუთი საკმარისია.

უჩვეულო ორცხობილები ოჯახში ნამდვილად ხშირად გამოჩნდება. მარტივად მზადდება, რთული ინგრედიენტები არ სჭირდება და მოსწონს ყველას, ვინც გასინჯავს. იდეალური წასახემსებელია სამსახურში ან საღამოს საყვარელი სატელევიზიო გადაცემის ყურებისას.