კოჭას ნამცხვარი ძალიან არომატული ლიმონის მინანქრით

1646

ჯანჯაფილი, ანუ კოჭა ფართოდ გამოიყენება კულინარიასა და მედიცინაში. ბოლო დროს ის  საკმაოდ პოპულარულია და მას ლამის ყველანაირ კერძს უმატებენ. გასტრონომია მისგან მომზადებულ უგემრიელეს ნამცხვრის რეცეპტს გთავაზობთ. სცადეთ მისი მომზადება და ნამდვილად არ ინანებთ.

ინგრედიენტები:

ბისკვიტისთვის: 

  • 300 გ თეთრი ფქვილი
  • 1/2 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 1 ჩ.კ. დაფქული კოჭა
  • 1/2 ჩ.კ. ბაჰარი, პიმენტა ან გოგრის ნამცხვრის სურნელი
  • 1/2 ჩ.კ. მარილი
  • 180 გ 3/4 ჭიქა უმარილო დარბილებული კარაქი
  • 100 გ 1/2 ჭიქა ყავისფერი შაქარი
  • 60 მლ სიმინდის სიროფი (ოქროსფერი)
  • 2 კვერცხი ოდნავ ათქვეფილი
  • 120 მლ 1/2 ჭიქა რძე
  • 1 ჩ.კ. სოდა
  • 40 გ დაშაქრული წვრილად დაჭრილი კოჭა

მინანქრისთვის: 

  • 225 გ შაქრის პუდრი
  • 2 ს.კ. ახალგამოწურული ლიმონის წვენი
  • 1 ს.კ. დაფქული დარიჩინი

მომზადების წესი:

  1. ბისკვიტი: ღუმელი წინასწარ გაახურეთ 180 გრადუსზე. ნამცხვრის კვადრატულ ფორმას (23 სმ) მთელ ზედაპირზე კარაქი წაუსვით და პერგამენტის ქაღალდი ჩაუფინეთ.
  2. ჯამში ფქვილი, გამაფხვიერებელი, კოჭა, ბაჰარი და მარილი შეურიეთ.
  3. კარაქი, შაქარი და სიმინდის სიროფი  მიქსერით საშუალოზე მაღალ სიჩქარეზე, თეთრი ფერის  კრემისებური მასის მიღებამდე ათქვიფეთ. შემდეგ სათითაოდ შეათქვიფეთ კვერცხები. მიქსერი დაბალ სიჩქარეზე გადაიყვანეთ და თანდათან უმატეთ ფქვილი. მომცრო ჯამში რძე და გამაფხვიერებელი შეურიეთ. რძიანი მასა და დაშაქრული კოჭა ხელით შეაზილეთ ცომში. ცომი ფორმაში კოვზით გადაიტანეთ.
  4. აცხვეთ 40-50 წუთი. შეამოწმეთ:  ხის ჩხირი ცენტრში ჩაარჭვეთ და თუ არაფერი ამოჰყვა, ბისკვიტი მზად არის. 10 წუთი ფორმაში დატოვეთ,  როცა გაგრილდება, ცხაურზე გადააბრუნეთ და ბოლომდე გააცივეთ.
  5. ლიმონის მინანქარი: შაქრის პუდრი და ლიმონის წვენი ერთგვაროვან  კონსისტენციამდე ათქვიფეთ.
  6. ნამცხვარს  თავზე მინანქარი მოასხით და დაფქული დარიჩინი მოაყარეთ.
  7. დაჭერით და სუფრაზე მიიტანეთ.