კომბოსტოს ფენოვანი ღვეზელი

1065

გიყვართ ღვეზელი? მაშინ ამ რეცეპტს გვერდს ნამდვილად ვერ აუვლით. ის ენერგია, რომელსაც მის მომზადებაში დახარჯავთ ნამდვილად აგინაზრაურდებათ შედეგის სახით.

კომბოსტოს ღვეზელი ხრაშუნაა გრედან და ძალიან წვნიანია შიგნით. თქვენ შეგიძლიათ აიღოთ სხვა შიგთავსი მაგალიტად, ლორი, ყველი ან ფარში.

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი 450გ
  • რძე 250მლ
  • მშრალი საფუარი 0,5 ჩაის კოვზი
  • მზესუმზირის ზეთი 260მლ
  • კომბოსტო 500გ
  • ხახვი 1 ცალი
  • კვერცხი 1 ცალი
  • მარილი 2 ჩაის კოვზი
  • შავი წიწაკა (დაფქული) 0,5 ჩაის კოვზი

მომზადება

1.თბილ რძეს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი მარილი და 2 ჩაის კოვზი მცენარეული ზეთი. თანდათან დაუმატეთ ფქვილი, მოზილეთ ცომი. ის არ უნდა გამოგივიდეთ წებოვანი. ცომს დააფარეთ პირსახოცი და დატოვეთ 20 წუთი ოთახის ტემპერატურაზე.

2.დაჭერთ ხახვი და შეწვით 3 სუფრის კოვზი მზესუმზირის ზეთში. დაჭერით კომბოსტო, დაუმატეთ ხახვს და მოთუშეთ. მოაყარეთ მარილი და წიწაკა. განაცალკევეთ კვერცხის გული და ცილა. კომბოსტო გადმოიტანეთ ცეცხლიდან და დაუმატეთ ცილა. კარგად მოურიეთ.

3.ცომი გააბრტყელეთ 4-5სმ სისქის გრძელ მილად. გაყავით 16 ნაწილად და დააბურთავეთ. ბურთულები თხლად გააბრტყელეთ.

4.აიღეთ ორი ღრმა ჭურჭელი. ერთში ჩაასხით მზესუმზირის ზეთი. თითოეული ბლინი ამოავლეთ ზეთში, დაელოდეთ დაწრეტას და მოატავსეთ ცარიელ ჯამში. დატოვეთ რამდენიმე წუთი.

5.თითოეული ცომი ხელით გაწელეთ გამჭირვალობამდე. კუთხეები ისე შეუერთეთ ცენტრს, რომ გამოგივიდეთ მართკუთხედი. კიდეზე მოათავსეთ შიგთავსი და მიეცით სამკუტხედის ფორმა.

6.მოათავსეთ ფირფიტაზე, წაუსვით გული და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 20-25 წუთი.

კომბოსტოს ღვეზელი – უბრალოდ საოცრებაა. გემრიელად მიირთვით!