კომბოსტოს ტკბილი ფუნთუშები

612

ჩემ ქმარს სამსახურის საქმეებზე ხშირად უწევს ქალაქიდან გასვლა. ყოველთვის ვცდილობ მოვამზადო ისეთი კერძი, რომელით წასაღებად კომფორტულია და რათქმაუნდა გემრიელია.

კომბოსტოს ტკბილი ფუნთუშები ასეთ სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალია.

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი 600გ
  • კვერცხის გული 2 ცალი
  • კარაქი 80გ
  • რძე 1 ჭიქა
  • შაქარი 1 ჩაის კოვზი
  • საფუარი 20გ
  • შაქრის ფხვნილი 90გ
  • კომბოსტო 1 ცალი
  • მზესუმზირის ზეთი 60მლ
  • დარიჩინი გემოვნებით
  • მარილი

მომზადება

1.ფქვილს დაუმატეთ კვერცხის გული, 30გ შაქრის ფხვნილი, გამღვალი კარაქი და მარილი. საფუარი გახსენით თბილ რძეში შაქართან ერთად. დაუმატეთ ფქვილის მასას.

2.ჩაასხით დარჩენილი რძე და მოზილეთ რბილი ცომი. ცომს დააფარეთ ხელსახოცი და დაელოდეთ 2 საათი.

3.კომბოსტო გაასუფთავეთ და დააქუცმაცეთ. გააცხელეთ ზეთი და დაუმატეთ კომბოსტო მარილთან ერთად. მოთუშეთ 2 საათი.

4.როცა სითხის დიდი ნაწილი ამოშრება, ხოლო კომბოსტო შეიცვლის ფერს, დაუმატეთ 60გ შაქრის ფხვნილი და დარიჩინი. მოურიეთ.

5.ცომი გადაიტანეთ დაფაზე, გააბრტყელეთ. დაჭერტით კუბიკებად და თითოეულში მოათავსეთ შიგთავსი.

6.შეკარით ცომი და მიეცით ფუნთუშის ფორმა. გამოაცხეთ 190 გრადუსზე 15 წუთი.

გემრიელად მიირთვით!