კლასიკური ფუნთუშები. რეცეპტი, რომელიც საქმეს გაგიმარტივებთ

1281

დღეს ჩვენ კლასიკური ფუნთუშების რეცეპტს შემოგთავაზებთ. ეს დესერტი ყველა ტკბილის მოყვარულს უყვარს.

ინგრედიენტები

  • კარაქი 60გ
  • კვერცხი 1 ცალი
  • შაქარი 1 სუფრის კოვზი
  • მცენარეული ზეთი 0,5ლ
  • შაქრის ფხვნლი
  • ვანილი
  • ფქვილი 400გ
  • მწიკვი მარილი
  • საფუარი 10გ
  • რძე 250მლ

მომზადება

  1. მთავარია ცომი მოამზადოთ სწორად. ჯამში ჩაასხით თბილი წყალი, დაუმატეთ საფუარი და შაქარი. კარგად მოურიეთ, რათა ინგრედიენტები არ დაიჯირჯვლოს.
  2. ჩაასხით რძე (თბილი) და ჩატეხეთ კვერცხი. დაუმატეთ ოთახის ტემპერატურის კარაქი, მარილი და ვანილი. მიქსერით ათქვიფეთ ერთგვაროვნებამდე.
  3. მასას ნელ-ნელა დაუმატეთ გაცრილი ფქვილი. ამ ეტაპზე მთავარია განუწყვეტლივ ურიოთ.
  4. რათა ცომი იყოს რბილი და ფაფუკი, საფუარს უნდა დააცადოთ მისი საქმის შესრულება. ამისათვის 1,5-2 საათი მოათავსეთ თბილ ადგილას.

5.როცა ცომი კარგად ამოფუვდება, გააბრტყელეთ. სისქით ცომი უნდა იყოს დაახლოებით 1სმ. ამოჭერით სასურველი ფორმით ცომი. როცა ამოჭრით, აუცილებელია ფორმირებული ცომის შუაგულიც ამოიღოთ.

6.ფუნთუშები მოათავსეთ დაფაზე და დაელოდეთ 30-40 წუთი.

7.ღრმა ქვაბში ჩაასხით და გააცხელეთ ზეთი, შეწვით ფუნთუშები ორივე მხრიდან 2-2 წუთი.

8.შემწვარი ფუნთუშები მოათავსეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა მოშორდეს ზედმეტი ცხიმი. მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.

გემრიელად მიირთვით!