კლასიკური ტირამისუს გემრიელი და მარტივი რეცეპტი

5225

ტირამისუ — მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დესერტია. არსებობს ტირამისუს რეცეპტის ბევრნაირი ვერსია. ტირამისუ ის დესერტია, რომელიც ყველაზე მეტად ამაღლებს განწყობას. გასტრონომია კლასიკური ტირამისუს რეცეპტს გთავაზობთ.

ინგრედიენტები:

  • 5 დიდი კვერცხი, ცილა და გული განცალკევებული
  • 1 ფინჯანი (150 გ) შაქარი
  • 2 ფინჯანი (500 გ) მასკარპონე
  • მწიკვი მარილი
  • დაახლოებით 30 ცალი იტალიური ნამცხვარი “სავოიარდი” (ladyfingers)
  • 1 ფინჯანი (250 მლ) მაგარი ყავა
  • 150 გ შავი შოკოლადი, გახეხილი
  • 1 სუფრის კოვზი კაკაო

ულუფა: 6-8

მომზადება: 20 წუთი + 3 საათი გასაცივებლად

დონე: 1

მომზადების წესი:

  1. მიქსერით, მაღალი სიჩქარით ათქვიფეთ კვერცხის გული და შაქარი ვიდრე არ გათეთრდება და კრემის სისქე არ გახდება.
  2. დაუმატეთ მასკარპონე და ფრთხილად მოურიეთ.
  3. კვერცხის ცილა მარილთან ერთად ათქვიფეთ და მიღებული ბეზე გოგლიმოგლს დაუმატეთ. კრემის თხელი ფენა დიდ ოვალურ ლანგარზე დაასხით.
  4. ნამცხვრები ყავაში ამოავლეთ და ნაღებს ზემოდან მოაწყვეთ, კიდევ ერთი ფენა კრემი დაასხით და მოაყარეთ შოკოლადი. ეს პროცედურა კიდევ გაიმეორეთ.
  5. ბოლო ფენა უნდა იყოს კრემი და შოკოლადი. ზემოდან მოაყარეთ კაკაოს ფხვნილი.
  6. ტირამისუ მინიმუმ 3 საათით მოათავსეთ მაცივარში.

3 საათის შემდეგ კი შეგიძლიათ გემრიელად მიირთვათ!