კლასიკური საშობაო კექსი კაკლით და ჩირით. გამოცდილი რეცეპტი

434

დაახლოებით 5 წლის წინ კლასიკური საშობაო კექსი პირველად გამოვაცხვე. რეცეპტი შემთხვევით ვიპოვე, ხოლო შედეგი გასაოცარი აღმოჩნდა. მას შემდეგ ყოველ წელს ვაცხობ. ერთს ჩემთვის, მეორეს მეზობლებისა და მეგობრებისთვის. ახლა ამ კექსის ნაჭერს დღესასწაულებზე ელოდებიან. გადავწყვიტე, რომ რეცეპტის შესახებ ყველამ უნდა გაიგოს და ერთმანეთს დესერტები და სასიამოვნო ემოციები გავუზიაროთ. ამ საოცარი დესერტის რეცეპტს სიამოვნებით გიზიარებთ.

ინგრედიენტები:

  • 350 გ კარაქი
  • 350 გ შაქარი
  • 350 გ ფქვილი
  • 5 კვერცხი
  • 10 გ გამაფხვიერებელი
  • ვანილი
  • 500 გ ჩირი
  • 400 გ კაკალი
  • კონიაკი

მომზადების წესი:

1. პირველ რიგში, ჩირი მოამზადეთ. ქიშმიშის ზომაზე დაჭერით. კაკალი ოდნავ დააქუცმაცეთ. კაკალი და ჩირი თქვენი გემოვნებით შეარჩიეთ. მთავარია, რომ განსხვავებული იყოს.

2. კექსზე გადავიდეთ. ოთახის ტემპერატურის კარაქი მიქსერით ათქვიფეთ. მაშინვე შაქარი და ვანილი დაუმატეთ. კიდევ 5 წუთით ათქვიფეთ, შემდეგ ფქვილი და გამაფხვიერებელი დაუმატეთ. როცა ყველაფერს აურევთ, თითო–თითო კვერცხის დამატება დაიწყეთ. ამ ყველაფერს კარგად აურიეთ.

3. ახლა ცომს კაკალი და ჩირი დაუმატეთ. მანამ აურიეთ, სანამ თანაბრად არ განაწილდება.

4. კექსის ფორმას გამდნარი კარაქი წაუსვით. ცომი ფორმაში მოათავსეთ. ცომი კარგად გაათანაბრეთ. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 1 საათით აცხვეთ. ღუმელის კარი არ გააღოთ. 1 საათის შემდეგ კექსი ღუმელიდან გამოიღეთ და ხის ჩხირით მზაობა შეამოწმეთ. ოდნავ სველი უნდა იყოს.

5. ტემპერატურას 160 გრადუსამდე დაუწიეთ და კიდევ 30 წუთით აცხვეთ. თუ ამის შემდეგ ხის ჩხირი ისევ სველია, პროცედურა გაიმეორეთ. როცა ხის ჩხირი მშრალი ამოვა, კექსი მზადაა. ღუმელიდან გამოიღეთ და მეორე დღემდე გასაგრილებლად გააჩერეთ, ფორმიდან არ ამოიღოთ. მეორე დღეს კექსი ზემოდან სქლად დასერეთ. შემდეგ 2 ს/კ კონიაკით დანამეთ. ეს დღეში 2–ჯერ მთელი კვირა გააკეთეთ. 1 კვირის შემდეგ კექსი ფორმიდან ამოიღეთ, გადააბრუნეთ და ზემოდან შაქრის ფხვნილი მოაყარეთ. ახლა ნამდვილად მზადაა!

აი, ასე მზადდება კლასიკური საშობაო კექსი. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ხანგრძლივი და რთული პროცესია. გარწმუნებთ, ერთხელ გასინჯვა საკმარისია, რომ გააცნობიეროთ, რომ ყველაფერი საჭირო იყო. ასეთს მაღაზიაში ვერ იყიდით. მასზე ხომ მთელი კვირა იზრუნეთ, თქვენი სიყვარული მიეცით. ასეთი დესერტს სხვებს გაუმასპინძლდით და უფრო მეტს მისცემთ, ვიდრე უბრალოდ ნამცხვარია. ბედნიერ დღესასწაულებს გისურვებთ!