სადღესასწაულო ყოველთვის ვაცხობ ამ კექსებს, რადგან ისინი ბავშვებს ძალიან მოსწონთ.
შეგიძლიათ გააფორმოთ სადღესასწაულო დიზაინით და გააბედნიეროთ ბავშვები!
ინგრედიენტები
- 4 კვერცხი
- 1 ჭიქა შაქარი
- 100გ კარაქი
- 5 სუფრის კოვზი არაჟანი
- 2 ჭიქა ფქვილი
- ვანილი
- 2 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
- გამოსაცხობი ფორმები
მომზადება
1.ათქვიფეთ ვანილი, შაქარი, კვერცხი, მანამ, სანამ შაქარი არ გალღვებ.
2.დაუმატეთ გამღვალი კარაქი, კარგად მოურიეთ.
3.განაგრძეთ თქვეფა და დაუმატეთ არაჟანი.
4.გაცერით ფქვილი და დაუმატეთ გამაფხვიერებელი. თხევად მასას ნელ-ნელა დაუმატეთ ფქვილი და მოურიეთ. ცომი უნდა გმოვიდეს სქელი არაჟნის კონსესტენციის.
5.გადაანაწილეთ ფორმებში და გამოაცხეთ 200 გრადუსზე 20-25 წუთი.
6.მზადების პროცესი აკონტროლეთ ხის წკირით.
7.გემრიელად მიირთვით!
რედაქციის რჩევები!
საცხობ ფორმად შეგიძლიათ გამოიყენოთ ერთჯერადი და მრავალჯერადი ფორმები.
ასევე ამ დესერტის გაუმჯობესება შიგთავსის დამატებით შეგიძლიათ, მაგალითად: ხილი, ნიგოზი, ქიშმიში, შოკოლადი.
აუცილებლად მოამზადეთ!