ხრაშუნა გარეკანი , ხოლო შიგნიდან კი ფაფუკი გული… სწორედ ასეთი არ უნდა იყოს იდეალური პური?
ჩვენი რედაქცია დღეს კარტოფილის პურის მომზადებას გასწავლით, რომლეიც აუცილებლად დაიმკვიდრებს თქვენს რაციონში თავს.
ამ პურის მთავარი დეტალი კარტოფილის პიურეა. ამ ინგრედიენტის წყალობით ცომი გამოდის ფაფუკი, მსუბუქი, ხოლო ცხობის შემდეგ საოცრად არომატული.
ინგრედიენტები
- 180გ კარტოფილის პიურე
- 300გ ხორბლის პური
- 1 ჩაის კოვზი მარილი
- 20მლ მცენრეული ზეთი
- 120მლ თბილი წყალი
- 3გ მშრალი საფუარი
- 1 ჩაის კოვზი შაქარი
მომზადება
1.გაასუფთავეთ და მოხარშეთ კარტოფილი, მოამზადეთ პიურე.
2.თბილ წყალში გახსენით საფუარი და დაელოდეთ 5 წუთი. ამ დროის განმავლობაში საფუარის ზედაპირზე ბუშტუკები უნდა გაჩნდეს.
3.ღრმა ჯამში ჩაყარეთ ფქვილი და მარილი. დაუმატეთ კარტოფილის პიურე, მცენარეული ზეთი და გააქტიურებული საფუარი. კარგად მოურიეთ მიქსერით.
განაგრძეთ ცომის დამუშავება ხელით. დააფარეთ ხელსახოცი და დაელოდეთ 1 საათი მის ამოფუებას.
4.ამოფუებული ცომი გადაიტანეთ სამუშაო მაგიდაზე. გაყავით 8 ნაწილად და მიეცით ფუნთუშების ფორმა. გადაიტანეთ პერგამენტით დაფარულ საცხობ ფორმაზე. ისევ დააფარეთ ხელსახოცი და დაელოდეთ 1 საათი, რათა ფუნთუშები ამოფუვდეს.
5.ამოფუებულ ფუნთუშებს მიაპკურეთ წყალი. ეს დაგვეხმარება ხრაშუნა ქერქის მიღებაში. შეგიძლიათ ფუნთუშა დანთ ჩაჭრათ, რათა ცხობისას ლამაზად გაიშალოს. გამოაცხეთ 210 გრადუსზე 17-20 წუთი.
უგემრიელესი ხრაშუნა პური კარტოფილით მზად არის. საოცარი არომატი ტრიალებს სამზარეულოში.
გემრიელად მიირთვით!