კარტოფილის ღვეზელი თბილისურად

3802

ქართული სამზარეულო – ეს არამხოლოდ ჩახოხბილი, ჩიხირთმა ან საცივია. მაგალითად, კარტოფილის ღვეზელი თბილისურად. გთავაზობთ მოამზადოთ უგემრიელესი ხემსი ქართული შტრიხებით და შეაფასოთ.

კერძის ინგრედიენტებში ყველასათვის ნაცნობი მაწონი შედის, თუმცა, შეგიძლიათ ის კეფირითაც ჩაანაცვლოთ.

ინგრედიენტები

  • 500 გრ ფქვილი
  • 400 გრ კარტოფილი
  • 250 მლ მაწონი
  • 2 ც ხახვი
  • 4 ს.კ. ზეთი
  • 1 ჩ.კ. შაქარი
  • 1 კონა კამა
  • 0,5 ჩ.კ. სოდა
  • მარილი, წითელი და შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. გათალეთ კარტოფილი, მოხარშეთ და მოამზადეთ პიურე. დაჭერით წვრილად ხახვი, მოთუშეთ 2 ს.კ. ზეთში. დაამატეთ პიურეში ხახვი, დაჭრილი მწვანილი, მარილი და პილპილი.

2. შეურიეთ შაქარი და მარილი, დაუმატეთ სოდა, მაწონი და კარგად მოურიეთ. დაუმატეთ 2 ს.კ. ზეთი, ფქვილი და მოზილეთ რბილი ცომი. გაყავით 10 ნაწილად.

3. გააბრტყელეთ სათითაოდ, მოათავსეთ შიგთავსი და გააკეთეთ გრძელი ღვეზელები.

4. ჩაასხით ღრმა ტაფაში ზეთი და შეწვით ღვეზელები ორივე მხრიდან დაბრაწვამდე.

5. ჩაალაგეთ ქვაბში, დააფარეთ თავსახური და გააჩერეთ 15 წუთი.

უგემრიელესი ღვეზელები მზადაა. შეგიძლიათ მიირთვათ პურის ნაცვლად რაიმე წვნიანთან. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეოგბრებს!