კარამელის კრემი ნამცხვრებისთვის, ტორტებისთვის, შუსთვის და ეკლერისთვის

6985

კარამელის კრემის უამრავი რეცეპტი არსებობს, მაგრამ ამ მეთოდით მომზადებული კრემი ძალიან ნაზი, არომატული და გემრიელი გამოდის. ძალიან უხდება კლასიკურ „მედოვიკს“ და სხვა ნამცხვრებს თუ ტორტებს, შეგიძლიათ ეკლერი და შუც შეავსოთ მისით.

გირჩევთ,გამოიყენო მოხარშული შესქელებული რძე, უმჯობესია შინ მომზადებული. კარაქის ცხიმიანობა თავად შეარჩიეთ გემოვნებით.

ინგრედიენტები

  • 200ლ რძე
  • 1 ს.კ. შაქარი
  • 1 მწიკვი ვანილი
  • 3 ს.კ. ფქვილი
  • 350-400 გრ შესქელებული რძე
  • 200 გრ კარაქი

მომზადება

1. შეურიეთ რძეში ვანილი, შედგით ცოტა ხნით მაცივარში.

2. შეურიეთ ცივი რძე, შაქარი და ფქვილი. დადგით ნელ ცეცხლზე ან ორთქლის აბაზანაზე. მუდმივად ურიეთ მასას, მოამზადეთ შესქელებამდე.

3. მოხსენით მასა ცეცხლიდან, ოდნავ გააცივეთ. შემდეგ შეურიეთ დარბილებული კარაქი და მოხარშული შესქელებული რძე. გააცივეთ ოთახის ტემპერატურამდე.

ასეთი კრემი შესანიშნავად ინარჩუნებს ფორმას და არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ნამცხვარში გამოიყენებთ – ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან გემრიელი გამოვა. არ დაიზაროთ და მოამზადეთ, რეცეპტი კი გაუზიარეთ მეგობრებს!