კარამელიანი ორცხობილები ნაძვის ხისთვის

664

სადღესასწაულოდ მორთულს სახლში მეტი კომფორტი და სითბოა. მოსართავად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნიგოზი, გამომშრალი ხილი, დარიჩინი – ეს ყველაფერი ძალიან ორიგინალურია.

დღეს ჩვენ საკუთარი ხელებით შევმნით უგემრიელს და ულამაზეს ორცხობილებს!

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი 270გ
  • შაქრის ფხვნილი 70გ
  • კვრცხი 1 ცალი
  • მარილი გემოვნებით
  • კარაქი 150გ
  • კანფეტები 30 ცალი

მომზადება

  1. ფქვილს დაუმატეთ შაქრის პუდრა, მარილი, დარბილებული კარაქი და 1 კვერცხი, მოზლეთ რბილი ცომი.
  2. ცომი შეფუთეთ პაკეტში და შეინახეთ 30 წუთი მაცივარში. გააბრტყელეთ, ამოჭერით ფიგურები.
  3. თითოეულზე კიდევ ამოჭერით სასურველი ფორმა. და 1 ხვრელი ძაფის გასაყრელად.
  4. თთოეულის ცენტრში მოათავსეთ ნაფეტი და გამოაცეხთ 180 გრადუსზე 15 წუთი.
  5. კარამელი გალღვება და ამოავსებს ცენტრს.

გემრიელად მიირთვით!