იტალიური ორცხობილის საიდუმლო: ცნობილი ნუგბარის უადვილესი რეცეპტი

1946

“გასტრონომია” გთავაზობთ წარმოუდგენლად გემრიელი იტალიური ორცხობილის რეცეპტს. ვისაც ერთხელ მაინც დაუგემოვნებია კანტუჩი, იცის, თუ რაზეა საუბარი. მაღაზიებში ეს ორცხობილა ძალიან ძვირად იყიდება.

კანტუჩი – ორჯერ გამომცხვარი ნამცხვარია, გარეგნულად ჩვენთვის ცნობილ ორცხობილებს ჰგავს. მაგრამ პირველი ლუკმიდანვე მიხვდებით განსხვავებას –  რბილი ტექსტურის წყალობით, ის პირში დნება. იტალიაში კანტუჩის არამხოლოდ ყავასთან და ჩაისთან, არამედ, სადესერტო ღვინოსთანაც მიირთმევენ.

მაშ ასე – ინგრედიენტები ხელმისაწვდომია, მომზადება – ადვილი, გემოების ინტერპრეტაციაც შესაძლებელია. მაშ ასე, შევუდგეთ საქმეს!

ინგრედიენტები

400 გრ ფქვილი

  • 200 გრ შაქარი
  • 3 კვერცხი
  • 65 გრ კარაქი
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 1 მწიკვი მარილი
  • 1 ჩ.კ. ვანილის შაქარი
  • 150 გრ თხილი
  • 60 გრ შოკოლადის წვეთები

მომზადება

1. მდნარ კარაქს შეურიეთ კვერცხი და შაქარი, ოდნავ ათქვიფეთ. დაუმატეთ გაცრილი ფქვილი, გამაფხვიერებელი, ვანილის შაქარი, შოკოლადის წვეთები და თხილი. კარგად მოზილეთ ცომი. ცოტათი წებოვანი გამოვა, მაგრამ ფქვილი არ დაუმატოთ, რადგან ტექსტურას და გემოს შეიცვლის.

2. დაყავით ცომი 3 ნაწილად. შექმენით “ძეხვები”. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტი, მოათავსეთ ცომი, შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 25 წუთით.

3. გამომცხვარი ნაწარმი ოდნავ გააცივეთ, დაჭერით დიაგონალებად 1,5 სმ სისქეზე. მოათავსეთ საცხობ ფორმაზე ჭრილების მხრიდან და კიდევ 10 წუთის განმავლობაში გამოაცხვეთ.

4. მზა კანტუჩი შეახვიეთ პირსახოცში და გააცივეთ.

თუ ცომს 2 ს.კ. კაკაოს დაუმატებთ, შოკოლადის კანტუჩის მიიღებთ. სუნელების დამატებაც ზედმეტი არ იქნება: დარიჩინი, ჯანჯაფილი, მუსკატის თხილი. მზა ორცხობილები შესანიშნავად ინახება შუშის ქილებში 3 თვემდე. მოამზადეთ სიამოვნებით, გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!