იოგურტის დესერტი, რომელიც საოცარი გემოებით აგავსებთ

1676

ტკბილი ატმისა და ნაღების დუეტზე ყველას სმენია, ეს დესერტი XIX საუკუნეში ცნობილმა შეფმა აბგუსტ ესკოფემ გააცნო სამყაროს და მას შემდეგ ის არ კარგავს პოპულარობას, მისი სახელია “მელბა”. თუ ნაყინის ნაცვლად გამოიყენებთ სქელ იოგურტს, ხოლო ხაჭოს ნაცვლად სიროფს, ტკბილ ატამს და სავოიარდის ორცხობილას, მაშინ თქვენ გადაეშვებით ზღაპრულ სამყაროში, რომელიც საოცარი გემოებით აგავსებთ.

დღეს ჩვენ ამ დესერტის რეცეპტს დიდი სიამაყითა და სიამოვენბით გაგიზიარებთ. სიმართლე გითხრათ მას მეც ძალიან ხშირად ვამზადებ, რადგან ჩემს ოჯახის წევრებს ძალიან მოსწონთ. მითუმეტეს მის მომზადებას არ სჭირდება დიდი დრო და ძალისხმევა.

ინგრედიენტები

  • კონსერვირებული ატამი 600გ
  • იოგურტი 600გ
  • ნაღები 200მლ
  • შაქრის ფხვნილი 80გ
  • ჟელატინი 35გ
  • სავოიარდის ორცხობილა 20 ცალი
  • ატმის სიროფი 650მლ
  • ფხვიერი ორცხობილა 100გ

მომზადება

1.განიერი ფორმა ამოფინეთ პერგამენტით, მოამზადეთ სიროფი და სავოიარდის ორცხობილა. თითო-თითოდ ჩააწეთ ორცხობილა ნახევრამდე და მოათავსეთ ფორმაში ისე, რომ მთლიანად შეივსოს.

2.20გ ჟელატინს დაასხით 100მლ სიროფი. სანამ ფუვდება, მანამდე ათქვიფეთ ნაღები აქაფებამდე, ნელ-ნელა დაუმატეთ შაქრის ფხვნილი. ნაღები დროებით გვერდზე გადადეთ.

3.მოამზადეთ ჟელატინი, გააგრილეთ და დაუმატეთ იოგურტი. შემდეგ თანდათან დაუმატეთ ნაღები და შეურიეთ დაჭრილი ატამი.

4.კრემი გადაანაწილეთ ფორმაში არსებლ ორცხობილაზე და შეინახეთ მაცივარში 2 საათი.

5.როცა იოგურტი გაიყინება, მოამზადეთ ატმის ჟელე: 350მლ სიროფი გააცხელეთ 15გ ჟელატინის გაღვობამდე. გააგრილეთ და მოასხით ზემოდან იოგურტის ფენას. ისევ შეინახეთ მაცივარში 1 საათი.

6.ბოლო შტრიხი: დესერტს ზემოდან მოაყარეთ დაფხვნილი ფხვიერი ორცხობილა.

იოგურტი ატმით – საოცარი შეხამებაა. მისი მომზადებისას აუცილებელია გამოიყენოთ უმაღლესი ხარისხის იოგურტი. ერთ ჭიქა კონიაკი ამ დესერტს უფრო დახვეწილს გახდის. გემრიელად მიირთვით!