ხშირად რაღაც გემრიელის გამოცხობის სურვილი ქრება ბანალური მიზეზის გამო, რომელიც სწორი რეცეპტის არარსებობაში მდგომარეობს. Gastronomia.ge–ს რედაქცია გიზიარებთ დიდებული ბაზის მომზადების 3 ინსტრუქციას ნებისმიერი ცომეულისთვის (ტკბილი, მარილიანი). ამ რეცეპტებით წარმატებული ცომის მოზელას შეძლებთ.
გსურთ გემრიელი კრემიანი ღვეზელი, ხორციანი პეროგი ან ორცხობილა? დღევანდელი რეცეპტებით ყველა ამ კერძის მომზადებას შეძლებთ. არანაირი სირთულე!
როგორ მოვზილოთ წარმატებული ცომი: 3 გამოცდილი რეცეპტი
ბისკვიტის ცომი
ინგრედიენტები:
- 180 გ ხორბლის ფქვილი
- 4 კვერცხი
- 150 გ შაქარი
- ვანილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- კვერცხის გული და ცილა დააცალკევეთ. ცილები მიქსერით ათქვიფეთ. თანდათან შაქარი და ვანილი დაუმატეთ. მყარი ქაფის მიღებამდე ათქვეფა გააგრძელეთ.
- ცალკე კვერცხის გულები ათქვიფეთ და ცილების მასას დაუმატეთ, კარგად აურიეთ.
- ხორბლის ფქვილი დაუმატეთ და კოვზით ფრთხილად აურიეთ ისე, რომ ერთიანი მასა მიიღოთ.
- ცომი პერგამენტდაფარებულ საცხობ ფორმაში ჩაასხით. 190 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 25 წუთით აცხვეთ.
2. მოხარშული ცომი
ინგრედიენტები:
- 150 გ ხორბლის ფქვილი
- 4 კვერცხი
- 100 გ კარაქი
- 1 ჩ/კ შაქარი
- 240 მლ წყალი
- მწიკვი მარილი
მომზადების წესი:
- წყალი ქვაბში ჩაასხით და გააცხელეთ. კარაქი და მარილი დაუმატეთ. კარაქის გადნობამდე ცეცხლზე დატოვეთ, პერიოდულად აურიეთ.
- ხორბლის ფქვილი დაუმატეთ და აქტიურად აურიეთ. ცომი მოხარშეთ, ხის სპატულით აურიეთ. შემდეგ ქურას მოაშორეთ და გაგრილება აცადეთ.
- მიღებულ მასას თანდათან კვერცხი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.
- მზა ცომი საკონდიტრო ტომარაში გადაიტანეთ. პერგამენტდაფარებულ საცხობ ფორმაზე საჭირო ზომის ფორმები გადაიტანეთ.
- 220 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 10 წუთით აცხვეთ. შემდეგ ტემპერატურას 190 გრადუსამდე დაუწიეთ და ცომი კიდევ 10-12 წუთით აცხვეთ.
3. ფხვიერი ცომი
ინგრედიენტები:
- 2 ჭიქა ხორბლის ფქვილი
- 150 გ კარაქი
- 0,5 ჭიქა შაქარი
- ვანილი გემოვნებით
- მწიკვი მარილი
მომზადების წესი:
- ხორბლის ფქვილი და შაქარი აურიეთ. მარილი და ვანილი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.
- ცივი კარაქი პატარა კუბებად დაჭერით. მშრალ ინგრედიენტებს დაუმატეთ და თითებით აურიეთ, რომ ნაფშვენი მიიღოთ.
- ცოტა წყალი ჩაასხით და ცომი მოზილეთ. დააგუნდავეთ, პარკში ჩადეთ და ნახევარი საათით მაცივარში გააჩერეთ.
- ცომი გააბრტყელეთ. საჭირო ზომის ფორმები გამოჭერით. საცხობ ფორმაზე დააწყვეთ და 190 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 10 წუთით აცხვეთ.
ბისკვიტის ცომიდან ტორის ან ნამცხვრის ბაზა შეგიძლიათ გააკეთოთ, ხოლო მოხარშული ცომიდან ფაფუკი პროფიტროლი ან კრემიანი ეკლერი. აი, ფხვიერი ცომიდან წასახემსებელი პეროგი ან არომატული ორცხობილა გამოვა. შინ გამომცხვარ დესერტებზე უარი არ თქვათ.