იდეალური დესერტი მეგობრებთან გასატარებელი საღამოებისთვის: ვენური ღვეძელი ალუბლით

1169

ვენური ღვეზელი – ძალიან გემრიელი დესერტია, რომელსაც ნაზი ბისკვიტი და ალუბლის კარგად გაჯერებული არომატი აქვს, ეს ნუგბარი გულგრილს არავის ტოვებს. ის იდეალურად ეხამება საღამოს შეკრებებს მეგობრებთან ერთად.

ამ ღვეზელის უდიდესი პლუსია ინგრედიენტების სიმარტივე და მომზადებისთვის საჭირო დროის სიმცირე.

ვენური ღვეზელი ალუბლით

ინგრედიენტები:

  • 180 გრამი ნაღების კარაქი
  • 200 გრამი ფქვილი
  • 4 კვერცხი
  • 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • 500 გრამი ვანილი
  • 150 გრამი ნუში
  • 100 გრამი ნიგოზი
  • 10 გრამი ვანილის შაქარი
  • მწიკვი მარილი

მომზადების წესი:

1. აურიეთ კარაქი, შაქარი და 1 სუფრის კოვზი ფქვილი – ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.



2. ამის შემდეგ დაუმატეთ 4 ცალ-ცალკე ათქვეფილი კვერცხი და ვანილის შაქარი. შემდეგ ნელ-ნელა დაუმატეთ გაცრილი ფქვილი, გამაფხვიერებელთან და მარილთან ერთად.


3. წაუსვით ჟარუნას კარაქი ან მარგარინი, მოაყარეთ დაფქული ნიგოზი, დადევით ცომი და მოასწორეთ. ზემოდან მოალაგეთ ალუბალი და ნუში მოაყარეთ. ალუბალი ცომში არ ცადოთ ის თავისით ჩაიძირება ცომში.



4. გამოაცხვეთ 200 გრადუსზე გაცხელებულ ქურაში, 25-30 წუთის მანძილზე.


შემდეგში როდესაც სტუმრების მისაღებად გაემზადებით, არ დაგავიწყდე ამ დესერტის მომზადება, ეს ავტრიული სამზარეულოს შედევრი თქვენს სტუმრებს ნამდვილად გააოცებს!