იაპონური ფუნთუშები ხოკკაიდო:რბილი და ძალიან გემრიელი

1326

ძალიან გემრიელი და ფაფუკი ფუნთუშები “ხოკაიდო”.

ეს იაპონური დესერტი ძალიან მარტივი მოსამზადებელია.

ინგრედიენტები

ცომისთვის

  • ხორბლის ფქვილი 400გ
  • მშრალი საფუარი 10გ
  • შაქარი 2 სუფრის კოვზი
  • რძე 100მლ
  • კვერცხი 1 ცალი
  • კარაქი 20გ
  • მარილი 1 ჩაის კოვზი

 

  • რძე 60მლ
  • ხორბლის ფქვილი 20გ

წასასმელად 

  • კვერცხის გული 1 ცალი
  • წყალი 1 სუფრის კოვზი

მომზადება

  1. ტაფაზე დაასხით რძე და მოაყარეთ ფქვილი.
  2. მოხარშეთ მასა საშუალო ცეცხლზე, ურიეთ განუწყვეტლივ.
  3. 1-1,5 წუთში მასა შესქელდება.
  4. გადმოიტანეთ ტაფიდან და მოათავსეთ ჯამში, გასაგრილებლად.
  5. ამასობაში ცალკე ჯამში ჩაასხით რძე.
  6. დაუმატეთ მშრალი საფუარი და შაქარი, მოურიეთ და დაელოდეთ 15-20 წუთი.
  7. ღრმა ჯამში გაცერით ფქვილი, ჩატეხეთ კვერცხი და დაუმატეთ ფქვილის მასას.
  8. შემდეგ დაუმატეთ რძის მასა და მოზილეთ ცომი.
  9. თავდაპირველად მოზილეთ ნიჩბით, ხოლო ფქვილიან მაგიდაზე გადატანის შემდეგ ხელით.
  10. როცა ცომი არარ იქნება წებოვანი, დაუმატეთ კარაქი.
  11. გააგრძელეთ ცომის დამუშავება, საჭიროებისამებრ დაუმატეთ ფქვილი.
  12. ცომი უნდა გამოვიდეს რბილი.
  13. ცომი გადაიტანეთ ჯამში, დააფარეთ ნაჭერი და 1 საათი მოათავსეთ თბილ ადგილას.
  14. ცომს მიეცით ძეხვის ფორმა და გაყავით ნაწილებად (მე გავყავი 8 ნაწილად).
  15. ცომის ნაწილები გააბრტყელეთ მრგვლად შეუკეცეთ გვერდები.
  16. დაამუშავეთ თითებით და დაახვიეთ რულეტისებურად.
  17. დააფიქსირეთ კუთხეები.
  18. ფორმირებული ცომი მოათავსეთ პერგამენტით ამოფენილ ფორმაზე.
  19. დააფარეთ პაკეტი და დატოვეთ 15-20 წუთი.
  20. წაუსვით წყალში გახსნილი კვერცხის გული.
  21. გამოაცხვეთ 190 გრადუსზე 20 წუთი.
  22. გამოიღეღ ღუმელიდან, დააფარეთ ხელსახოცი და დაელოდეთ გაგრილებას.

გემრიელად მიირთვით!