თხევადი ნამცხვარი ყველით და ლორით

629

რბილი და გემრიელი ცომი, ნოყიერი შიგთავსი. ძალიან გემრიელად გამოიყურება და ასეც არის. მთავარია: ინგრედიენტებთან ექსპერიმენტაცია შეგიძლიათ თავისუფლად.

უნივერსალური ცომი კეფირზე აიტანს ყველა დანამატს.

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი 1,5 ჭიქა
  • კვერცხი 3 ცალი
  • არაჟანი 1,5 ჭიქა
  • მზესუმზირის ზეთი 3 სუფრის კოვზი
  • მარილი
  • სოდა 0,5 ჩაის კოვზი
  • ძმარი 0,5 ჩაის კოვზი
  • ყველი 150გ
  • ლორი 150გ
  • სიმითის მარცვლები გემოვნებით

მომზადება

1.ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ არაჟანი, ზეთი და კარგად მოურიეთ. მოაყარეთ მშრალი ინგრედიენტები: გაცრილი ფქვილი, მარილი, სოდა, ძმარი.

2,საცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი, ჩაასხით ნახევარი ცომი. გადაანაწილეთ შიგთავსი. მოასხით შემდეგი ნაწილი ფენა, შეგიძლიათ მოაყაროთ სიმითის მარვცლები.

3.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 50 წუთი.

გემრიელად მიირთვით!