თუთმაჯი – უგემრიელესი მესხური კერძი

4659

დღევანდელ ჩვენს შემოთავაზებულ კერძს ცოტა უცნაური სახელი აქვს მაგრამ მაგრამ ძალიან გემრიელია! თუთმაჯი – სამცხე ჯავახეთის სამზარეულოს ერთ-ერთი მარგალიტია. მოამზადეთ სიამოვნებით…

ინგრედიენტები:

  • წყალი ცომისთვის 0,5 ლ
  • ფქვილი დაახლოებით 1 კგ
  • ხახვი 4-5 თავი
  • წყალი 2 ლ
  • მაწონი 0,5 ლ
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. მოვზილოთ საშუალო სიმაგრის ცომი მარილწყლით.
  2. ცომის ერთი ნაწილი გავაბრტყელოთ ძალიან თხლად დ დავჭრათ ანასთის ღერების ტოლ ნაჭრებად.
  3. დავაყაროთ ფქვილი და ავურიოთ, რათა ცომი ერთმანეთს არ მიეწებოს.
  4. ცომის მეორე ნაწილი დავამრგვალოთ გრძელ, 1,5 სმ სისქის ღეროებად და დავჭრათ.
  5. გამოვა პატარა ბალიშების მსგავსი ნაჭრები.
  6. ეს ბალიშები მოვშუშოთ ერბოში დაწითლებამდე.
  7. ცალკე ქვაბში მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი.
  8. ქვაბში ჩავასხათ გემოზე მარილით შეზავებული 2 ლ წყალი, ჩავყაროთ შიგ ცომისგან მომზადებული “ბალიშები” და ჩხირები, მოშუშული ხახვი და და დავდგათ ცეცხლზე.
  9. ცომი რომ მოიხარშება, ნელ-ნელა დავამატოთ მაწონი.
  10. წამოვადუღოთ და მზადაა.

გემრიელად მიირთვით!