თეთრი ოქრო: აი რა სარგებლობა მოაქვს დღეში ერთ ნაჭერ კარაქს თქვენი ორგანიზმისთვის.

2241

ბოლო დროს კარაქმა საკუთარი ლიდერის პოზიციები დათმო საკვებ პროდუქტებს შორის. ამბობენ მასში ზედმეტად ბევრი ქოლესტერინია, ის აზიანებს გარეგნობას და ა.შ. თუმცა აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ ეს პროდუქტი ტიბეტის მკვიდრებისთვის ყველაზე დაფასებულ პროდუქტებს შორისაა, რომელთა ძლიერი ჯანმრთელობის და ხანგრძლივი სიცოცხლის შესახებაც ალბათ თქვენც გსმენიათ. რეკომენდაციას იმპორტულ და ქარხნული წარმოების პროდუქტს ნამდვილად ვერ გავუწევთ მაგრამ შინაურული, სოფლის კარაქი ნამდვილად უნდა იყოს თქვენს რაციონშიც. პირადად მე როგორც კი ამ შესანიშნავი პროდუქტის სასარგებლო თვისებების შესახებ შევიტყვე, მაშინათვე დავაბრუნე ის ჩემს ყოველდღიურ რაციონში.

სინამდვილეში სარგებელი რომელსაც კარაქი თქვენს ორგანიზმს აძლევს ძალიან დიდია.თუმცა ძალიან ხშირად არაკეთილსინდისიერი მწარმოებლები მასში მცენარეულ ცხიმებს ამატებენ ან სულაც მარგარინს ასაღებენ მისი სახელით, ამგვარად ამ პროდუქტმა არასანდო სახელი შეიძინა. გასტრონომიას რედაქცია მოგიყვებათ, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება კარაქის შეძენისას და რაშია მისი სარგებლიანობა.

კარაქის ხარისხი

იმისათვის, რომ კარაქი თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავდეს ის აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს. დღეს მწარმოებლებმა მეტი მოგების ნახვის მიზნით შეისწავლეს ყველაზე დაბალხარისხიანი ნედლეულის გამოყენების ხერხები, ცხოველური ცხიმები ჩაანაცვლეს მცენარეულით და კარაქიც კი არ არის ამ სფეროში გამონაკლისი. ამიტომ მანამ, სანამ ამ ნატურალური პროდუქტის სასარგებლო თვისებებზე ვილაპარაკებდეთ უნდა ვისწავლოთ მისი ამორჩევის სწორი წესი.

როგორ ავარჩიოთ ხარისხიანი კარაქი

1. პირველ რიგში შეიტყვეთ როგორია სახელმწიფო სტანდარტი კარაქისთვის და მარგარინისთვის თქვენს ქვეყანაში . თუ თქვენ ხედავთ კარაქზე მარგარინის სახელმწიფო სტანდარტს, ასეთ პროდუქტს თავი გაანებეთ.

2. მაღაზიებსა თუ ჰიპერმარკეტებში კარაქი უნდა ინახებოდეს არაუმეტეს 6 გრადუსისა. შენახვის ვადა არ  უნდა აღემატებოდეს 30-35 დღეს. თუ პროდუქტი ამ ვადაზე მეტხანს არის დახლზე, ესეიგი მასში უეჭველად არის სპეციალური დანამატები.

3. უპირატესობა  მიანიჭეთ ფოლგაში და არა ქაღალდში შეფუთულ კარაქს. შუქზე კარაქი ყვითლდება, კარგავს A ვიტამინს. ფოლგის შეფუთვა კი აფერხებს ამ პროცესს.

4. ბაზარში ასაწონი კარაქის შეძენისას არ მოგერიდოთ მისი გემოს გასინჯვა. ის სწრაფად უნდა დნებოდეს პირში და არ უნდა გეწებებოდეთ კბილებზე, ისე როგორც მარგარინის შემთხვევაში მოხდება.

5. ასევე მიაქციეთ ყურადღება მონაჭრელს: ის უნდა იყოს მშრალი, სქელი, ფენების გარეშე და ბრწყინვალე.

6. კარაქს მსუბუქი მოყვითალო შეფერილობა უნდა ეტყობოდეს, ამასთანავე გაითვალისწინეთ რომ ზამთარში ნატურალური კარაქი ღიავდება, ხოლო ზაფხულში მუქდება. ეს პროცესი პირდაპირ კავშირშია იმ პროდუქტის ხარისხთან რომელსაც პირუტყვი მიირთმევს. მაგრამ ის არ უნდა იყოს თეთრი ან ყვითელი.

7. ნატურალური კარაქი ადვილად ისმევა პურზე. თუ ის ნამცეცდება, მაშინ მასში ბევრი წყალია.

8. შინაურ პირობებში თქვენ შეგიძლიათ ჩაატაროთ პატარა ექსპერიმენტი. ცხელ წყალში მოათავსეთ კარაქის ნაჭერი. ხარისხიანი პროდუქტი გაიხსნება ერთგვაროვანი სახით, ხოლო უხარისხო ნამცეცების სახით დაიწყებს გადნობას.

ახლა კი შევეცდებით გაგაცნოთ რამოდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც ღირს შეიტანოთ კარაქი თქვენს ყოველდღიურ რაციონში.

კარაქის სასარგებლო თვისებები

1. კარაქი — A ვიტამინის ყველაზე მარტივად ასათვისებელი წყაროს მქონე პროდუქტია,რომელიც აუცილებელია თირკმელზედა და ფარისებრი ჯირკვლების მუშაობის ხელშესაწყობად.

2. კარაქის მოხმარებას არ მივყავართ ჭარბწონიანობისკენ. მის შემადგენლობაში შემავალ ცხიმოვან მჟავებს ორგანიზმი მხოლოდ ენერიით მომარაგებაზე ხარჯავს, ის ცხიმგროვებად არ იქცევა. კარაქის მოხმარების შემდეგ გეუფლებათ დანაყრების შეგრძნება. შიმშილის შეგრძნება მცირდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენ ზედმეტს არ შეჭამთ.

3.  კარაქი იოდის შესანიშნავი წყაროცაა, რომლის უკმარისობაც არაერთ დაავადებას იწვევს, მათ შორის ჩიყვს.

4. კარაქი აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობას. ამცირებს დიარეის სიხშირეს ბავშვებში და ყაბზობა უფროსებში.

5. ისინი ვინც კარაქს მოიხმარენ ინფარქტის რისკ ჯგუფს ნაკლებლად მიეკუთვნებიან.

6. ცხიმოვანი მჟავები რომელიც ამ პროდუქტში გვხვდება აუმჯობესებენ ორგანიზმისთვის ისეთი აუცილებელი ვიტამინების ათვისებას როგორებიცაა A, E, D, K. მეტიც უმჯობესია საჭმელიც კი კარაქზე მოვამზადოთ და არა მზესუმზირის ზეთზე. იმისათვის, რომ კარაქი არ მიიწვას ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი უნდა დავამატოთ.

7. კარაქი მდიდარია ანტიოქსიდანტებით. ისინი კი თავისხმრივ ამცირებენ ისეთი საშინელი დაავადებების განვითარების რისკს როგორიცაა სიმსივნე და ათეროსკლეროზი.

იმედი გვაქვს ჩვენი მოკრძალებული რჩევებით დაგეხმარებით ხარისხიანი პროდუქტის არჩევაში და იმის გაცნობიერებაში რა სარგებლობა შეუძლია მოუტანოს მან თქვენს ორგანიზმს. აუცილებლად მოუძებნეთ მას ადგილი თქვენს რაციონში — თქვენი ორგანიზმი ნამდვილად მადლიერი იქნება. ნუ დაიზარებთ გაუზიარეთ ეს სასარგებლო ინფორმაცია თქვენს მეგობრებსაც.