თაფლის ნამცხვარი შიგთავსით. ასეთი გემრიელი და ლამაზი ჯერ არ გამისინჯავს

857

ვფიქრობდი, რომ თაფლოვანაზე გემრიელი არაფერია. აღმოჩნდა, რომ არის! თაფლის ნამცხვარი შიგთავსით!

შიგთავსად შეგიძლიათ გამოიყენოთ ჯემი. თაფლის ნამცხვრისთვის უბრალოდ იდეალურია. არ დომინირებს, მხოლოდ მსუბუქ სიმჟავეს და წვნიანობას ანიჭებს. საოცარი კომბინაცია! გაჭრილიც შთაბეჭდილებას ახდენს! ძალიან ეფექტურად და უჩვეულოდ გამოიყურება. Gastronomia.ge-ს რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ თაფლის ნამცხვარი.

კრემის ინგრედიენტები:

  • 500 მლ რძე
  • 3 კვერცხი
  • 3 ს/კ ფქვილი
  • 1 ს/კ სახამებელი
  • 1 პაკეტი ვანილის შაქარი
  • 150 გრ შაქარი
  • 150 გრ კარაქი

ცომის ინგრედიენტები:

  • 1 კვერცხი
  • 2 ს/კ რძე
  • 150 გრ შაქარი
  • 1 ჩ/კ სოდა
  • 3 ს/კ თაფლი
  • 50 გრ კარაქი
  • 450 გრ ფქვილი

მომზადების წესი:

1. თავდაპირველად კრემი მოამზადეთ. ანტიმიწვის საფარის მქონე ქვაბში კრემის ყველა ინგრედიენტი კარაქის გარდა აურიეთ.

2. სუსტ ცეცხლზე ხარშეთ, გასქელებამდე მუდმივად აურიეთ. ოთახის ტემპერატურამდე გააგრილეთ.

3. კარაქი ათქვიფეთ და თანდათან ცოტა კრემი დაუმატეთ, მუდმივად ათქვიფეთ.

4. ახლა ცომის მომზადება დაიწყეთ. ანტიმიწვის საფარის მქონე ქვაბში ფქვილის გარდა ყველაფერი აურიეთ.

5. სუსტ ცეცხლზე მასის გაზრდამდე 10-15 წუთით ხარშეთ.

6. ცეცხლიდან გადმოდგით, მთელი ფქვილი დაუმატეთ და აურიეთ.

7. ცომი ძალიან წებოვანი იქნება. 20-30 წუთით გააჩერეთ და გამაგრდება.

8. ცომი 4 ნაწილად გაყავით. 18×25 სმ მართკუთხა ფორმებად გააბრტყელეთ (ცოტა მეტად გააბრტყელეთ, რადგან მაინც გადაჭრა მოგიწევთ). ცომის ფენა საგორავზე გადაკიდეთ და პერგამენტ დაფარებულ საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ. 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში შეწითლებამდე აცხვეთ.

9. ნამცხვრის ფენები ერთმანეთს დაადეთ და კუთხეები ჩამოაჭერით. ნამცხვრის პირველ ფენას ნახევარი კრემი წაუსვით და გაათანაბრეთ.

10. ზემოდან მეორე ფენა დაადეთ და ვაშლის ჯემი წაუსვით. ნახევარი ჭიქა ჯემი 0,5 ჭიქა წყალს აურიეთ და 1 პაკეტი ჟელე დაუმატეთ. აურიეთ და სუსტ ცეცხლზე გასქელებამდე ხარშეთ, შემდეგ შეგიძლიათ ნამცხვრის ფენას წაუსვათ და გამაგრება აცადოთ. თუ ისედაც სქელი ჯემი გაქვთ, შეგიძლიათ პირდაპირ წაუსვათ. ამის შემდეგ მესამე ფენა დაადეთ და დარჩენილი კრემი წაუსვით.

11. ზემოდან მეოთხე ფენა დაადეთ. გვერდებზე ნამცხვრის ნაფშვენი მოაყარეთ, ზემოდან შოკოლადის ჭიქური (100 გრ შოკოლადი და 1-2 ს/კ მცენარეული ზეთი წყლის ორთქლზე გაადნეთ) მოასხით.

12. თაფლის ნამცხვარი გასაჟღენთად მთელი ღამე გააჩერეთ!

13. დილით ნამცხვარი დაჭერით. გემრიელ ჩაის სმას გისურვებთ!