თაფლის ნაზი ტორტი უგემრიელესი კრემით

1738

კარგად დანამული თაფლის ტორტი ნაღებისა და არაჟნის კრემით.

ტორტი გამოდის ძალიან ნაზი და გემრიელი.

ეს დესერტი ჩემი და ჩემი ოჯახის წევრევბის ფავორიტია, ამიტომაც მას ხშირად ვამზაადებ.

ინგრედიენტები

ფირფიტებისთვის

  • ხორბლის ფქვილი 230გ
  • თაფლი 50გ
  • კარაქი 50გ
  • შაქარი 100გ
  • კვერცხი 1 ცალი
  • სოდა 1 ჩაის კოვზი

კრემისთვის

  • შაქრის ფხვნილი 100გ
  • ნაღები 30% 200გ
  • არაჟანი 20% 450გ

მომზადება

პირველ რიგში მოვამზადოთ ცომი

  1. თაფლი და კარაქი გაალღვეთ წყლის აბაზანაზე.
  2. ურიეთ და დაელოდეთ გალღობას.
  3. დაუმატეთ სოდა, მასა მიიყვანეთ კარამელისებურ ფერამდე.
  4. ეს პროცედურა წაგართმევთ 10 წუთს.
  5. გადმოიტანეთ ცეცხლიდან და დაელოდეთ გაგრილებას.
  6. ცალკე ჯამში მოათავსეთ კვერცხი და შაქარი.
  7. ათქვიფეთ აქაფებამდე.
  8. კვერცხის მასა ნელ-ნელა დაუმატეთ გაგრილებულ თაფლის მასას.
  9. მოურიეთ და მიიყვანეთ ერთგვაროვნებამდე.
  10. ნელ-ნელა დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და მოზილეთ ცომი.
  11. ცომი უნდა გამოვიდეს წებოვანი.
  12. შეფუთეთ ჯამი და დაასვენეთ ცომი 10 წუთი.
  13. მაგიდა დაამუშავეთ ფქვლით და გადაიტანეთ ცომი.
  14. ცომს მიეცით ძეხვის ფორმა და გაყავით 6 ნაწილად.
  15. თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ.
  16. ქაღალდით ამოფენილ ფორმაზე მოათავსეთ 2 ფირფიტა და დაჩხვლიტეთ რამდენიმე ადგილას.
  17. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 5-6 წუთი.
  18. ამ მეთოდით გამოაცხვეთ ფირფიტები.
  19. მზა კორჟები გაუტოლეთ ერთმანეთს, მოაჭერით ზედმეტი ნაწილები.
  20. მოჭრილი ნაწილები შეინახეთ გასაფორმებლად.

მოვამზადოთ კრემი

  1. თავდაპირველად გამოწულეთ არაჟანი.
  2. არაჟანი მოათავსეთ მარლაზე, ქვეშ დაუდგით ჯამი და მოათავსეთ მაცივარში.
  3. მზა არაჟანს დაუმატეთ შაქრის ფხვნილი და ათქვიფეთ აქაფებამდე 4-5 წუთი.
  4. ცივი ნაღები ათქვიფეთ აქაფებამდე.
  5. არაჟნის მასას ფრთხილად დაუმატეთ ნაღების მასა.
  6. კრემი გამოდის ძალიან ფაფუკი და რბილი.

ააწყვეთ ტორტი

  1. თეფშს წაუსვით ცოტა კრემი, მასზე მოათავსეთ პირველი კორჟი.
  2. კორჟს წაუსვით კრემი და ზემოდან დაადეთ მეორე კორჟი.
  3. ამ მეთოდით ააწყვეთ ტორტი.
  4. დარჩემილი კრემით დაფარეთ მთლიანი ტორტი.
  5. ზემოდან მოაყარეთ დაფხვნილი ფირფიტა.
  6. ტორტი მოათავსეთ მაცივარში მთელი ღამით.

გემრიელად მიირთვით!