ზეფირისგან ყვავილების მომზადება ძალიან მარტივი საქმეა. ხშირად ვაფორმებ ტორტებს ამ ლამაზი ყვავილებით.
ნებისმიერ დიასახლის შეუძლია მოამზადოთ.
დესერტი გამოდის ფაფუკი და უგემრიელესი.
ინგრედიენტები
- 550გ ვაშლი
- კვერცხი
- 350გ შაქარი
- 75გ წყალი
- 8გ აგარ-აგარი ან 40გ უბრალო ჟელატინი
მომზადება
1.გამოაცხეთ ვაშლი ღუმელში, დაბალ ცეცხლზე ქერქის ამოფუებამდე. დააბლენდერეთ. მოათავსეთ ქვაბში და დადგით ცეცხლზე 5-6 წუთი. გადაიტანეთ თეფშზე, გააგრილეთ და შეინახეთ მაცივარში მთელი ღამე.
2.დილით მიქსერით ათქვიფეთ პიურე 100გ შაქართან და ცილასთან ერთად.
3.ამასობაში ქვაბში ჩაასხით წყალი, დაუმატეთ 250გ შაქარი, აგარ-აგარი. ამ ინგრედიენტებისგან მოადუღეთ სიროპი. ვიზუალურად უნდა იყოს მუქი შესქელებული მასა. თუ გაქვთ სამზარეულოს თერმომეტრი, მაშინ 110 გრადუსამდე მიიყვანეთ.
4.მზა სიროპი დაუმატეთ ვაშლის პიურეს. ათქვიფეთ მიქსერით 3 წუთი. გააგრილეთ და ჩაასხით საკონდიტრო ტომარაში. დაიმახსოვრეთ, რომ ზეფირი სტაბილიზირდება 40 გრადუსზე.
ამ მასალას შეგიძლიათ მისცეთ ნებისმიერი ფორმა.