„ზარმაცი ნაპოლეონი“, რომელსაც მხოლოდ 20 წუთში მოამზადებთ

ბევრმა იცის და ძალიან უყვარს ბავშობიდან ცნობილი ისეთი ტორტი, როგორიცაა „ნაპოლეონი“. ნაყიდი დესერტი არც ისეთი გემრიელია, როგორც სახლში მომზადებული. თუ ნამდვილად ღირებული დესერტის ჭამა გსურთ, მაგრამ დრო საერთოდ არ გაქვთ, მაშინ „ზარმაცი ნაპოლეონი“ მოამზადეთ.

ამ დესერტის მოსამზადებლად ღუმელის გახურება საჭირო არაა. ტორტი ხრაშუნა გამოვა, მისი ნაზი კრემი კი პირში დადნება. გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს „ნაპოლეონის“ ყველაზე გემრიელი ვარიანტია, რომელიც ოდესმე გამისინჯავს. თქვენც მოამზადეთ!

„ზარმაცი ნაპოლეონი“

ინგრედიენტები:

  • 800 გრ ფენოვანი ნამცხვარი „ყურები“
  • 1 ლ რძე
  • 4 კვერცხი
  • 150 გრ კარაქი
  • 0,5 ჭიქა შაქარი
  • 6 ს/კ ფქვილი
  • მწიკვი ვანილის შაქარი

მომზადება:

1. კვერცხი, შაქარი, ფქვილი და ვანილის შაქარი აურიეთ.

2. მასას კარგად აურიეთ, რძე დაუმატეთ და ცეცხლზე დადგით.

3. კრემი მოხარშეთ, მუდმივად აურიეთ, სანამ არ გასქელდება. როცა კრემი ოდნავ გაგრილდება, კარაქი დაუმატეთ და აურიეთ.

შეგიძლიათ ტორტი ააწყოთ: ნამცხვარი „ყურები“ კრემში ამოავლეთ და თეფშზე დააწყვეთ. ეს ჯადოსნური კრემი არ დაგენანოთ: რაც უფრო გულუხვად წაუსვამთ, მით უფრო გემრიელი გამოვა.

4. ბოლო ფენად დარჩენილი კრემი წაუსვით.

5. ზემოდან ნამცხვრის ნაფშვენი მოაყარეთ! ესეც ასე, უნაზესი დესერტი მზადაა.

მომზადების მეთოდი შეგიძლიათ ამ ვიდეოში ნახოთ. უკვე მზადებას ვიწყებ!

ამ ტორტზე მთელი ოჯახი გიჟდება. მის მომზადებას დამწყები კულინარიც შეძლებს. ამასთან გამოცდილი დიასახლისებისთვის ნამდვილი აღმოჩენა იქნება.