ზარმაცი ბულგარული ბანიცა ლავაშისგან

2040

თუ ბულგარეთში ხართ ნამყობი, მაშინ ეს საოცარი კერძი აუცილებლად გექნებათ გასინჯული. ბანიცა ლავაშის ფენებისგან შედგება, რომლებშიც განსხვავებული გულსართებია გადანაწილებული. მე მას ხშირად ვამზადებ ხაჭოსგან და სმხური ლავაშიგან.

ამ კერძის მომზადების უამრავი ვარიანტი არსებობს. ზოგი მას რულეტის ფორმასაც კი აძლევს. მე ყველაზე მარტივი ვარიანტი შევარჩიე – მოდით დავიწყოთ!

ინგრედიენტები

  • ლავაში 1-2 ცალი
  • კვერცხი 2 ცალი
  • ხაჭო 200გ
  • კარაქი 50გ
  • რძე70მლ
  • არაჟანი 2 სუფრის კოვზი
  • მარილი და დაფქული წიწაკა

მომზადება

1.ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ რძე, მარილი, წიწაკა, ხაჭო და კარგად მოურიეთ.

2.ლავაში დაჭერით საცხობი ფორმის ზომაზე. მოათავსეთ 1 ფენა, მოაყარეთ გახეხილი კარაქი.

3.ზემოდან გადაანაწილეთ გულსართის ნაწილი, დააფარეთ ლავაშის შემდეგი ფენა და ისევ მოაყარეთ გახეხილი კარაქი.

4.ბოლო ფენას წაუსვით არაჟანი. შეგიძლიათ გამოიყენოთ რძე ან კეფირი.

5.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 35-45 წუთი.

გერიელად მიირთვით!