ვინც ხაჭოს ეს კვერები დააგემოვნა ყველა აღფრთოვანებული დარჩა!

3010

ხაჭოს კვერები – დღის გემრიელი დასაწყისის იდეალური გადაწყვეტაა. ვინც ამ რეცეპტით მომზადებული კვერები გასინჯა ყველა აღფრთოვანებული დარჩა. სცადეთ თქვენც.

ინგრედიენტები:

  • ხაჭო – 500 გრამი
  • კვერცხი – 2 ცალი
  • პურის ფქვილი – 1 ჩაის ჭიქა
  • კარაქი – 80 გრამი
  • შაქრის ფხვნილი – 2 სუფრის კოვზი
  • მურაბა ან არაჟანი – 1/2 ჩაის ჭიქა
  • მარილი – გემოვნების მიხედვით

მომზადების წესი:

  1. დაფშვნილ ხაჭოში ჩავახალოთ 2 კვერცხი და შევაზილოთ ფქვილი, რამდენსაც შეიზელს.
  2. მოვაყაროთ ცოტაოდენი მარილი.
  3. დავყოთ კვერცხისოდენა გუნდებად.
  4. ფქვილმოყრილ მაგიდაზე გუნდები გავაბრტყელოთ თითის სისქეზე.
  5. დავაწყოთ წინასწარ გაცხელებულ კარაქმოსმულ ტაფაზე და შევწვათ ორივე მხარეზე.
  6. როცა კარგად შეწითლდება, დავაწყოთ დიდ თეფშზე. ზედ მოვაყაროთ შაქრის ფხვნილი და მოვასხათ მურაბა ან არაჟანი.

გემრიელად მიირთვით!