ვაშლის ლატვიური ბლინები

1161

დღეს ჩვენ გთავაზობთ ლატვიურ ბლინებს ვაშლით, რომლებიც ნამდვილად შეძლებენ თქვენი გულის დაპყრობას და ზამთრის სუსხიანი დღეების გათბობას.

ამ რეცეპტში სოდის გააქტიურება ძმრით არ მოგიწევთ, ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს ცალ-ცალკე ერევა, ხოლო ქიმიური რეაქციები ცომშივე მიმდინარეობს. ცილა და გულიც ცალ-ცალკე იტქვიფება, რის შედეგადაც ოლადები ძალიან ნაზ გემოს იძენენ. ამ ოლადების მსგავს დესერტს თქვენ გერმანიაში და ჰოლანდიაშიც შეხვდებით.

ინგრედიენტები

  • კვერცხი 3 ცალი
  • ნაღები 250მლ
  • რძე 125მლ
  • კარაქი 30გ
  • ხორბლის ფქვილი 160გ
  • შაქარი 1 სუფრის კოვზი
  • მარილი მწიკვი
  • ძმარი 0,25 ჩაის კოვზი
  • ვაშლი 2 ცალი
  • შაქრის ფხვნილი 50გ
  • დარიჩინი 2 ჩაის კოვზი

მომზადება

1.განაცალკევეთ კვერცხის გული და ცილა. გაალღვეთ კარაქი. ნაღები, რძე, კარაქი, შაქარი, ძმარი და გული ათქვიფეთ ერთგვაროვან მასამდე.

2.დაუმატეთ ფქვილი სოდა და კიდევ ერთხელ კარგად მოურიეთ.

3.ცალკე ათქვიფეთ ცილა და მარილი.

4.გაასუფთავეთ ვაშლი და მსხვილად გახეხეთ. ცომს დაუმატეთ ათქვეფილი ცილა და ვაშლი. მოურიეთ.

5.ტაფას წაუსვით ზეთი და გამოაცხვეთ ბლინები. ზომა და სისქე დაარეგულირეთ თქვენი გემოვენებით.

მოაყარეთ შაქრის ფხვნილი, დარიჩინი და მოასხით თაფლი. გემრიელად მიირთვით!